შეხვედრის ბოლო, გამარჯვების მომტანი თერთმეტმეტრიანი მაროკოს განაპირა მცველმა აშრაფ ჰაკიმიმ შეასრულა და პინგვინის სტილში აღნიშნა ამის მიზეზი კი პსჟ-ში მისი თანაგუნდელი სერხიო რამოსია.
მოგეხსენებათ, ლუის ენრიკემ გამოცდილი მცველი მუნდიალის განაცხადს მიღმა დატოვა. ამ საქციელით კი აფრიკული წარმოშობის ფეხბურთელი ესპანელს გამოექომაგა.
შეგახსენებთ, მაროკოსა და პორტუგალიის ნაკრებების დაპირისპირება 10 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.
მაროკოს გულშემატკივრებმა გამარჯვების შემდეგ მსოფლიო "თავდაყირა დააყენეს" [VIDEO+PHOTO]
მაროკომ ესპანეთს გაუძლო, პენალტების სერიაში სძლია და მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]