ფრედი: მინდა ვნახო შფოთვა, აურზაური და მოტირალი მესი

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, მსოფლიოს ორი ჩემპიონატის მონაწილე (2006 და 2014), 39 წლის ფრედი ("მანჩესტერის" ნახევარმცველში არ შეგეშალოთ) TV Globo-ზე კომენტატორად მუშაობს და უნდა, ნახევარფინალში ერთმანეთს თავისი ქვეყნისა და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

ამისათვის დღეს მეოთხედფინალში ბრაზილიამ ხორვატიას, არგენტინამ კი ნიდერლანდებს უნდა სძლიოს.

"ბრაზილიისა და არგენტინის ნახევარფინალი მსურს. მინდა ვნახო: შფოთვა, აურზაური, ნეიმარი, რომელიც მეტოქეს ბურთს ფეხებშუა გაუძვრენს და მოტირალი მესი", - განაცხადა ფრედმა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
დააყენე რა ენა პირში შე მართლა სულელო, მართლა ყვავივით დათარსა ბრაზილია. მე პირადად არგენტინას ვგულშემატკივრობ, მაგრამ ძალიან მინდოდა ნახევარფინალში ეს ორი გუნდი და განსაკუთრებით ნეი და მესის დიდი ჯახი მენახა, რადგან როგორც ჩანს მესის და რონალდუს სრულფასოვან ჯახს აღარ უნდა ველოდოთ. რონი კი თავისი დიდი ბოღმისა და მატრაკვეცობის გამო უკვე თვით პორტუგალიის ნაკრებშიც კი დუბლებში ძალიან მყარად ჩაჯდა, თან მისმა შემცვლელმა (რამოშმა თავისი თამაშით და ჰეტრიკით) ისეთი ალიყური აფეთა, რომ აწი არა მგონია მას რამე ეშველოს...
დავითი
13:53 10-12-2022
1
ნაწილობრივ ახდენია სურვილი: არგენტინაც ნახა ნახევარფინალში და შფოთვა და აურზაურიც:D:D
ზურა
07:18 10-12-2022
0

სიახლეები პოპულარული