ბრაზილიური კარნავალი დასრულდა - ხორვატიამ თამაში შემოუტრიალა და ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხორვატიამ ბრაზილიას პენალტების სერიაში სძლია და ნახევარფინალში ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მესამედ გავიდა.

„სელესაო“ მიმდინარე ტურნირზე აქამდე ასეთ ძლიერ გუნდს არ შეხვედრია და სკეპტიკოსებისთვის უნდა დაემტკიცებინა, რა შეუძლია. დასაწყისი თანაბარი იყო, ხორვატები მრისხანე მეტოქეს ტოლს არაფერში არ უდებდნენ, შეტევების საშუალებას არ აძლევდნენ, იქით მიჰქონდათ იერიშები და პირველ ტაიმში სახიფათო მომენტი ფაქტიურად არ შექმნილა. მოკლედ, თამაში სლავების გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა.

მეორე ტაიმი „პენტაკამპეონებმა“ აქტიურად დაიწყეს, მეკარე ლივაკოვიჩმა ექვსჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, ხორვატიამ გაუძლო და ისევ მოახერხა შეხვედრის დამატებით
დროში გადაყვანა - პლეი-ოფში ბოლო 9 მატჩიდან მერვეჯერ.

ექსტრა-ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, სამხრეთამერიკელები კვლავ უტევდნენ, ნეიმარმა როგორც იქნა თავისი გუნდი დააწინაურა, რის შემდეგაც ევროპელები იერიშებზე გადავიდნენ და პეტკოვიჩმა მარკინიოსისგან რიკოშეტით ანგარიში გაათანაბრა, ბოლოს ლივაკოვიჩმა კაზემიროს დარტყმული ბურთი მოიგერია, 1:1, პენალტების სერიაში კი ხორვატებმა იმარჯვეს.

ნახევარფინალში ხორვატია ნიდერლანდებსა და არგენტინას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ალ რაიანი. "სიტი სტადიუმი". 43 893 მაყურებელი
ბრაზილია - ხორვატია 1:1 (ძირ. დრო 0:0, პენ 4:2)
გოლები: 1:0 ნეიმარი (105), 1:1 პეტკოვიჩი (117)

მკითხველის კომენტარები / 59 /
საწყენია, რომ ბრაზილია გამოვარდა, მაგრამ ვინც ბრაზილიელების ცეკვა ნახა თავის მწვრთნელთან ერთად მემგონი ბევრი იტყოდა ღირსები არიანო!
თემური
09 დეკემბერი 2022 22:40
6
სად იყო ტრენერი.სამი წუთია დარჩენილ და სად ეტენები,რა სულელური კონტრშეტევა გაუშვეს.ერთი ლამაზად მოთამაშე გუნდი გამოვარდა.ღმერთმა არა ქნას და მაროკომ პორტუგალია არ გამოაგდოს.
თემო
09 დეკემბერი 2022 22:52
3
"ნეიმარ,დისკოტეკა დამთავრდა":))
ოოპლა სამბაა
09 დეკემბერი 2022 22:51
4
Ase Icis trak.s tamasha. Argentina Stan gindoda shexvedra da exla mogiwevt argentinis chempionobis yureba televizoridan. Kide kai droze mozuzget tore Argentina mogazuzgiebdat
Gia
09 დეკემბერი 2022 22:24
7
დებილები არიან ბრაზილიელები მაგათ იმედზე ვერასდროს იქნები
1
09 დეკემბერი 2022 22:15
2
როგორც ვთქვი ისე დაიწყო, და გაგრძელდება კიდეც. არგენტინა პორტუგალიაა ფინალი, და მესი ჩემპიონ. დაიმსახურა
ლევან მაღლაკელიძე
09 დეკემბერი 2022 21:56
15
მე თავგადაკლული ფანი არ ვარ არავისი ამ მუნდიალზე. მომეწონა ბრაზილიის თამაშები კამერუნთან გამოკლებით და ვფიქრობდი ფინალში ბრაზილია ითამაშებდა. მაგრამ ამ 90 წუთით ფინალს არ იმსახურებდნენ ბრაზილიელები. ყოჩაღ ჟავკაც გაუტეხავ მებრძოლი სულის ხორვატებს, ძნელ თამაშს მოველოდი მარა ხორვატების გამარჯვებას არა.
G.LA
10 დეკემბერი 2022 09:14
0
არ ინერვიულოდ ბრაზილიის ფანებო, მომავალ მსოფლიოს მოიგებთ, 1970 წლის მერე 24 წელი ელოდნენ ჩემპიონობას და 94-ში მოიგეს და ახლაც 2002-ს მერე 24 წელი 2026-ში გადის.
რრრ
09 დეკემბერი 2022 22:57
5
ვა ეს ხორვატია ნახეთ რა გამოდგა თამაშს არ აგებს რა,იმედი გამიცრუა ბრაზილიამ აშკარად მეტი შეეძლოთ,არა უშავს ხდება ხოლმე,შემდეგი მსოფლიო აშშ,მექსიკა,კანადაშია და იქ მოიხოდება
ნიკო
09 დეკემბერი 2022 23:04
4
გახსოვთ კანადელმა მწვრთნელმა რა თქვა ხორვატებზე?ისიც ხომ გახსოვთ რა დაწერა 321-მა კომენტარებში,ხოდა ვინ ვინ იხმარა სახეზეა,შეიძლება 10 თამაშიდან 8 წააგოს ხორვატებმა ბრაზილიასთან მაგრამ კონკრეტულ თამაშში მობილიზაციის უნარი უკეთესად შესძლო და გავიდა ნახევარფინალში,ასე რომ ბურთი მრგვალია.
321- ს
10 დეკემბერი 2022 11:23
1

სიახლეები პოპულარული