ბრაზილიური კარნავალი დასრულდა - ხორვატიამ თამაში შემოუტრიალა და ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხორვატიამ ბრაზილიას პენალტების სერიაში სძლია და ნახევარფინალში ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მესამედ გავიდა.

„სელესაო“ მიმდინარე ტურნირზე აქამდე ასეთ ძლიერ გუნდს არ შეხვედრია და სკეპტიკოსებისთვის უნდა დაემტკიცებინა, რა შეუძლია. დასაწყისი თანაბარი იყო, ხორვატები მრისხანე მეტოქეს ტოლს არაფერში არ უდებდნენ, შეტევების საშუალებას არ აძლევდნენ, იქით მიჰქონდათ იერიშები და პირველ ტაიმში სახიფათო მომენტი ფაქტიურად არ შექმნილა. მოკლედ, თამაში სლავების გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა.

მეორე ტაიმი „პენტაკამპეონებმა“ აქტიურად დაიწყეს, მეკარე ლივაკოვიჩმა ექვსჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, ხორვატიამ გაუძლო და ისევ მოახერხა შეხვედრის დამატებით
დროში გადაყვანა - პლეი-ოფში ბოლო 9 მატჩიდან მერვეჯერ.

ექსტრა-ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, სამხრეთამერიკელები კვლავ უტევდნენ, ნეიმარმა როგორც იქნა თავისი გუნდი დააწინაურა, რის შემდეგაც ევროპელები იერიშებზე გადავიდნენ და პეტკოვიჩმა მარკინიოსისგან რიკოშეტით ანგარიში გაათანაბრა, ბოლოს ლივაკოვიჩმა კაზემიროს დარტყმული ბურთი მოიგერია, 1:1, პენალტების სერიაში კი ხორვატებმა იმარჯვეს.

ნახევარფინალში ხორვატია ნიდერლანდებსა და არგენტინას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ალ რაიანი. "სიტი სტადიუმი". 43 893 მაყურებელი
ბრაზილია - ხორვატია 1:1 (ძირ. დრო 0:0, პენ 4:2)
გოლები: 1:0 ნეიმარი (105), 1:1 პეტკოვიჩი (117)

მკითხველის კომენტარები / 59 /
დებილები არიან ბრაზილიელები მაგათ იმედზე ვერასდროს იქნები
1
09 დეკემბერი 2022 22:15
2
ოე ოეეეე აქ ვიღაცეები ცეკვაზე წერთ სისულელეებს და დავიჯერო ახლა დაიწყეთ ფეხბურთის ყურება რომ მაგდენი არ იცით ბრაზილია და ბრაზილიელი ყოველთვის ასოცირდებოდა გოლის გატანასთან ერთად ცეკვასთან?გოლის გატანის დროს რომ ბრაზილიელი სულ ცეკვით აღნიშნავდა ეგ ახლა გაიგეთ?არაფერი გეშველებათ რა არა ძმაო არაა.
ჰეჰე
09 დეკემბერი 2022 22:13
13
შენა და... რონალდინიოს გოლის აღნიშვნა გინახავს საერთოდ?ისე გაგახსენებ,ინგლისს რომ გაუტანა საოცარი გოლი მსოფლიოს ჩემპიონატზე აბა ნახე ერთი მანდ არ ცეკვავს მანდ?ეჰ რაა....
ჰეჰე
09 დეკემბერი 2022 23:10
5
ჰეჰე... ბრაზილიის ყველა ფინალი ვნახე 70 წლებიდან....ასეთი მეტიჩრობა არასდროს ყოფილა...რა შუაშია ცეკვასთან ასოცირება..ცეკვა ყველას შეუძლია...ბრაზილია სახლში ცეკვა-ცეკვით
giorgi
09 დეკემბერი 2022 22:54
3
მაგარი ცეკვის ყურება გაგვემაზა
Odala
09 დეკემბერი 2022 22:07
6
ბრაზილიაში ეხლა იწყება რეალური კარნავალი :))))))))) საფეხბურთო კარნავალს რაც შეეხება იტალიის ნაკრები რომ უოფილიყო მერე გენახათ ვენეციური კარნავალი :))))))))
ზიზიჩი
09 დეკემბერი 2022 22:06
11
გათავდა ესე ამბავი ვითა სიზმარი ღამისა, ეხლა იცეკვეთ ცეცხლოვნად!!!!!!!!!!!!!!!
მამუკა
09 დეკემბერი 2022 22:04
6
ცეკვა თუ გინდოდათ ბიძია მწვრთნელად ჩერტკოევი უნდა დაგეყენებინათ და არა ტიტე.დდდდ
გოგი
09 დეკემბერი 2022 22:03
10
ტოტალიზატორში ბრაზილიის გამოვარდნაზე დავდე და 5ჯერ მეტი მოვიგე. როცა იცი მაფია რას აპირებენ და ვისი წაგებაა გადაწყვეტილი, შენც შეგიძლია ფული ისევე დადო როგორც ეგენი და შენც მოიგო. მხოლოდ ესე შეიძლება ტოტალიზატორის თამაში, ისიც ფრთხილად ვაითუ განგება ჩაერიოს და ვიღაცამ მაგათ მსაჯებიანად მოუგოს. ბრაზილია მაგის გამკეთებელი არ იყო
experti
09 დეკემბერი 2022 22:02
17
აფსუს არადა რა კარგად ცეკვავდნენ
SS
09 დეკემბერი 2022 22:44
3
ვამბობდი მე ბრაზილია არაა საჩემპიონო გუნდითქო და ჰა.ნეიმარის მასხარა ფეხბურთელობა არ გაიშვას კიდევ.ბრაზილიას რომელსაც წესიერი ცენტრ ფორვარდი არ გააჩნია და რომელიც ამით იყო ყოველთვის მდიდარი,ასევე რომელსაც ფლანგის შემტევი მცველები არ ჰყავს და 38 წლის ცენტრალური მცველის იმედზე რომ იქნება ის როგორ მიაღწევდა წარმატებას?
გეგი
09 დეკემბერი 2022 21:59
7
დავით შენ იქნები მეგობარო ნიჭიერი ოღონდ ვიცი მე რაშიც.არ გამომივიდა ნეიმარის დამცველი :)))
გეგი
10 დეკემბერი 2022 00:18
2
არაფერი გითქვამს უბრალოდ უნიჭობა გამოავლინე , როდესაც ნეიმარზე რაც თქვი
დავით
09 დეკემბერი 2022 23:26
7
ყველა გამოხმაურება
მიუხედავად იმისა რომ 105 წუთზე გოლი გაუშვეს ხორვატია არ გატყდა წავიდა შეტევაში და გაიტანა ასე უნდა ითამაშოს ნაკრებმა ბოლომდე მთელი ძალით თუ უნდა რომ რამეს მიაჰწიოს და ისიც უნდაი თქვას რომ ცოცხალი ლეგენდა თამაშობს ხორვატის ნაკრებში რომელსაც ასაკი საერთოდ არ ეტყობა ბრავო ხორვატიას და რაც შეეხება ბრაზილიას გაცილებით მეტს ველოდი ამ გუნდისგან.
ზურა
09 დეკემბერი 2022 21:58
4
როცა ხარ ფავორიტი და ეთამაშები გადაღლილ გადაბერეულ გუნდს არუნდა იარო უნდა ირბინო და მომენტები უნდა შექმნა ამისთვის საჭიროა ტემპი პირველივე წუთიდან და არა სიარული! პირველი ტაიმი აჩუქეს ხორვატიას სიარულით
beqa
09 დეკემბერი 2022 21:57
2

სიახლეები პოპულარული