ბრაზილიური კარნავალი დასრულდა - ხორვატიამ თამაში შემოუტრიალა და ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხორვატიამ ბრაზილიას პენალტების სერიაში სძლია და ნახევარფინალში ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მესამედ გავიდა.

„სელესაო“ მიმდინარე ტურნირზე აქამდე ასეთ ძლიერ გუნდს არ შეხვედრია და სკეპტიკოსებისთვის უნდა დაემტკიცებინა, რა შეუძლია. დასაწყისი თანაბარი იყო, ხორვატები მრისხანე მეტოქეს ტოლს არაფერში არ უდებდნენ, შეტევების საშუალებას არ აძლევდნენ, იქით მიჰქონდათ იერიშები და პირველ ტაიმში სახიფათო მომენტი ფაქტიურად არ შექმნილა. მოკლედ, თამაში სლავების გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა.

მეორე ტაიმი „პენტაკამპეონებმა“ აქტიურად დაიწყეს, მეკარე ლივაკოვიჩმა ექვსჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, ხორვატიამ გაუძლო და ისევ მოახერხა შეხვედრის დამატებით
დროში გადაყვანა - პლეი-ოფში ბოლო 9 მატჩიდან მერვეჯერ.

ექსტრა-ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, სამხრეთამერიკელები კვლავ უტევდნენ, ნეიმარმა როგორც იქნა თავისი გუნდი დააწინაურა, რის შემდეგაც ევროპელები იერიშებზე გადავიდნენ და პეტკოვიჩმა მარკინიოსისგან რიკოშეტით ანგარიში გაათანაბრა, ბოლოს ლივაკოვიჩმა კაზემიროს დარტყმული ბურთი მოიგერია, 1:1, პენალტების სერიაში კი ხორვატებმა იმარჯვეს.

ნახევარფინალში ხორვატია ნიდერლანდებსა და არგენტინას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ალ რაიანი. "სიტი სტადიუმი". 43 893 მაყურებელი
ბრაზილია - ხორვატია 1:1 (ძირ. დრო 0:0, პენ 4:2)
გოლები: 1:0 ნეიმარი (105), 1:1 პეტკოვიჩი (117)

მკითხველის კომენტარები / 59 /
როგორც ვთქვი ისე დაიწყო, და გაგრძელდება კიდეც. არგენტინა პორტუგალიაა ფინალი, და მესი ჩემპიონ. დაიმსახურა
ლევან მაღლაკელიძე
09 დეკემბერი 2022 21:56
15
ნახევარფინალში...
Lasha
09 დეკემბერი 2022 21:54
2
შენ შემოგევლე მე . აი რასაც ვთქვი ის მოხდა. ეს კლოუნები თავისი კარნავალი სახლში მართონ. აბა სულ კორეა ხო არ იქნებოდა ფინალამდე? გაუმარჯოს ხორვატიას.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
09 დეკემბერი 2022 21:53
19
ე ბიჭო კარნავალზე არაა აქ საქმე,ბრაზილია ყოველთვის ამით იყო ცნობილი და სულ ასე აღნიშნავდა გოლსაც და წარმატებასაც.ასეთია მათი მენტალიტეტი,აქ სხვა რამეზეა საუბარი და ის უფრო გასაკვირია რომ ამხელა საფეხბურთო ტრადიციის და ტალანტების მქონე ქვეყანა დრეს განიცდის ფორვარდების სერიოზულ კრიზისს.ასევე მათი საფეხბურთო სანახაობაა დაკარგული და გამქრალი,ის რითაც ბრაზილია იყო ცნობილი და მოსაწონი.
ეჰჰ
09 დეკემბერი 2022 22:07
2
ჩემი პატივისცემა ხორვატებს და კარგი მაგალითი საქართველოს
საბა
09 დეკემბერი 2022 21:53
3

სიახლეები პოპულარული