ამას დრამაც აღარ ჰქვია - არგენტინამ საოცარ მატჩში ნიდერლანდებს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინამ ნიდერლანდები პენალტების სერიაში დაამარცხა.

პირველ ტაიმში ორივე გუნდი ფრთხილობდა, თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში მიდიოდა, მომენტი არ იქნებოდა და 35-ე წუთზე მესიმ შექმნა - მოლინა ჩინებული პასით მეკარეს პირისპირ შეჰყარა და მან „ალბისელესტე“ წინ გაიყვანა.

შესვენების შემდეგ ნიდერლანდები უპირატესობას დაეუფლა, თუმცა ისევ ერთფეროვნად და უხიფათოდ უტევდნენ, სამხრეთამერიკელებს კონტრიერიშების საშუალება მიეცათ, მესიმ თავის მიერვე მოპოვებული საჯარიმოდან ოდნავ ააცილა ბურთი კარს. შემდეგ აკუნია საჯარიმოში დუმფრისმა წააქცია და პენალტი მესიმ გაიტანა. თითქოს მატჩის ბედი გადაწყდა, თუმცა მხოლოდ "თითქოს" - აქედან
მოყოლებული ვან გაალის შეგირდები შტურმზე გადავიდნენ, ვეგორსტმა თავურით ანგარიში შეამცირა, მერე ბერგეისმა ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს, ხოლო 90+11-ე წუთზე ორიგინალურად გათამაშებული საჯარიმოს შემდეგ ვეგორსტმა ანგარიში გაათანაბრა და დამატებითი დრო დაინიშნა.

ექსტრა-ტაიმში არგენტინა ბევრს უტევდა, ლაუტაროს და ოტამენდის დარტყმული ბურთები მცველებმა მოიგერიეს, ლაუტაროს მეკარემ არ გაატანინა, ფერნანდესმა ბურთი ძელს გაარტყა და საქმე პენალტების სერიაზე მიდგა, რომელშიც სამხრეთამერიკელებმა ისევ იმარჯვეს.

ნახევარფინალში არგენტინა  ხორვატიას შეხვდება.

- მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატებზე მეათე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით არგენტინის ნაკრებში ბატისტუტას დაეწია - მან მუნდიალებზე მეშვიდე საგოლე გადაცემა გააკეთა.
- არგენტინამ მუნდიალებზე ყველაზე მეტი გამარჯვება მოიპოვა თერთმეტმეტრიანების სერიაში - ექვსიდან ხუთი.
- ნიდერლანდებმა კარში ორჯერ დაარტყეს და ორივე გაიტანეს.
- რაც ვან გაალი დაბრუნდა, ნიდერლანდებმა პირველად წააგო - აქამდე 14 მატჩი მოიგეს და 5 ფრედ დაასრულეს.
- მსაჯმა ლაოსმა ფეხბურთელებს 15 ყვითელი ბარათი უჩვენა, რაც ტურნირის რეკორდია.

ლუსაილი. "აიკონიკი". 88 966 მაყურებელი
ნიდერლანდები - არგენტინა 2:2 (პენ. 3:4)
გოლები: 1:0 მოლინა (35), 2:0 მესი (73), 2:1 ვეგორსტი (83), 2:2 ვეგორსტი (90+11)

მკითხველის კომენტარები / 30 /
ჰოლანდიელების ჯარიმა მაგარი იყო ძაან, თუმცა მთლიანობაში არგენტინა უფრო იმსახურებდა მოგებას. ერთი ეგაა არგენტინელებიც ცოტა გამაღიაზიანებლად და ქედმაღლურად მოქმედებდნენ, გეგონება ათი თავით ჯობდნენ ყველას. მოგებაც ღირსეული უნდა და წაგებაც!
gogi
10 დეკემბერი 2022 14:40
1
დიდი ხანია ასე არ მისიამოვნია ფეხბურთით!
ზურა
10 დეკემბერი 2022 12:27
0
Kvarac mesivit gauzgveba chven nakrebs da mova shedegic.
Gia
10 დეკემბერი 2022 10:59
1
ენა როგორ უნდა მოგიბრუნდეს ჰოლანდიაზე და ლანძღო აზრზე არ ვარ.სამჯერ გადააწყეს ტიპებმა თამაში და ფაქტიურად არ არსებული შეტევითი რესურსით ორბურთიანი სხვაობა დაქაჩეს.პენალტებში ისევ არ გაუმართლათ.როგორც ორ ნახევარფინალში მუნდიალზე და ორჯერაც ევროპაზე.ამ საუკუნეში ოთხ მუნდიალზე ერთი თამაში წააგო ძირითად დროში ამ გუნდმა. ფეხბურთში თუ რამეა უსამართლობა პირველ რიგში ეს ჰოლანდიის უტიტულობაა.თუ ფეხბურთი ოდნავ მაინც გესმის ჰოლანდიის ნაკრების გალანძღვა უბრალოდ არ უნდა შეგეძლოს.რა ანტიფეხბურთი ხალხნო,შეხედეთ შემადგენლობას,შემტევებს დააკვირდით ვინ ყავს და ვინ ყავდა ათი წლის წინ....
Master
10 დეკემბერი 2022 10:58
8
საქმე იქითკენ მიდის მესი რონალდუს დაპირისპირება შეიძლება ვიხილოთ ფინალში
მამუკა
10 დეკემბერი 2022 10:40
2
ვან გაალის წვეტიანი იდეების მსხვერპლი გახდა ჰოლანდია - სამი ცენტრალური მცველი გამოჰყავს და დე ლიხტი, რომელსაც გოლების გატანა შეუძლია, მთელი ჩემპიონატი სკამზე უზის. ბოლოს მაინც 4 მცველით მოუწია თამაში. ბოლო- ბოლო ნახევარფინალია და არაფრის მომცემი ბერგვაინი გამოყავს. ირბინოს ეხლა კონსპექტებით და იყოს. გულშემატკივარი ვერ გაარჩევდა, 75 წუთი ჰოლანდია თამაშობდა თუ პოლონეთი. გუნდი თამაშის მიწურულს გამოცოცხლდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. არგენტინა დამსახურებულად გავიდა და წინ მძიმე მეტოქე ელოდება
: )))))))
10 დეკემბერი 2022 10:12
1
ლგბტს ჩემპიონობა არ გაიშვას ამ მსოფლიოზე და ესეც ხდება კეინს სამკლაურიც ვერ უშველის)))
289
10 დეკემბერი 2022 08:41
15
ჩასვრილი ჰოლანდიელები ნაღდმა კაცებმა არგენტინელებმა მოუგეს ფეხბურთში. მესის გენია საიდან სად გაუკეთა პასი აზრზე ვერ მოვიდნენ დარჩათ თვალები ტ-@კში. თან მსაჯის დახმარებაც დაჭირდათ მაგ უნიჭო დეგენერატებს მე10 წუთამდე ლოდინი გოლისთვის ფრედ დაესრულებინათ ძირითადში როგორმე
iiiff
10 დეკემბერი 2022 06:24
13
მესის რომ ხელზე მოხვდა მსაჯმა რა გააკეთა ყვითელი ამოიღო თუ თვალები დახუჭა? არც მესი და არც მთლიანად ნაკრები არ იმსახურებს ჩემპიონოაბს და ვერც გახდება..რაც არ უნდა აკაკუნო.
თამაშს უყურე თუ ცოლმა გითხრა დილით?
10 დეკემბერი 2022 11:00
23
წლები გადის ათასი რამე იცვლება, მაგრამ ჰოლანდიის ლუზერობა პენალტებში უცვლელია)
ლევი
10 დეკემბერი 2022 03:12
1
ფინალი :საფრანგეთი - არგენტინა.
მსოფლიო ჩემპიონი- საფრანგეთი
დაიმახსოვრეთ საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონია
mamulo
10 დეკემბერი 2022 02:42
56
ჯერ საფრანგეთი ინგლისს გასცდეს და შემდეგ პორტუგალიას ალბათ
მამუკა
10 დეკემბერი 2022 06:35
0
ზედიზედ მეორედ საფრანგეთს არავინ არ მისცემს.მგონი ყველა გლობალისტი თანახმაა რომ არგენტინა გახდეს ჩემპიონი
mamulos
10 დეკემბერი 2022 03:15
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული