ამას დრამაც აღარ ჰქვია - არგენტინამ საოცარ მატჩში ნიდერლანდებს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინამ ნიდერლანდები პენალტების სერიაში დაამარცხა.

პირველ ტაიმში ორივე გუნდი ფრთხილობდა, თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში მიდიოდა, მომენტი არ იქნებოდა და 35-ე წუთზე მესიმ შექმნა - მოლინა ჩინებული პასით მეკარეს პირისპირ შეჰყარა და მან „ალბისელესტე“ წინ გაიყვანა.

შესვენების შემდეგ ნიდერლანდები უპირატესობას დაეუფლა, თუმცა ისევ ერთფეროვნად და უხიფათოდ უტევდნენ, სამხრეთამერიკელებს კონტრიერიშების საშუალება მიეცათ, მესიმ თავის მიერვე მოპოვებული საჯარიმოდან ოდნავ ააცილა ბურთი კარს. შემდეგ აკუნია საჯარიმოში დუმფრისმა წააქცია და პენალტი მესიმ გაიტანა. თითქოს მატჩის ბედი გადაწყდა, თუმცა მხოლოდ "თითქოს" - აქედან
მოყოლებული ვან გაალის შეგირდები შტურმზე გადავიდნენ, ვეგორსტმა თავურით ანგარიში შეამცირა, მერე ბერგეისმა ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს, ხოლო 90+11-ე წუთზე ორიგინალურად გათამაშებული საჯარიმოს შემდეგ ვეგორსტმა ანგარიში გაათანაბრა და დამატებითი დრო დაინიშნა.

ექსტრა-ტაიმში არგენტინა ბევრს უტევდა, ლაუტაროს და ოტამენდის დარტყმული ბურთები მცველებმა მოიგერიეს, ლაუტაროს მეკარემ არ გაატანინა, ფერნანდესმა ბურთი ძელს გაარტყა და საქმე პენალტების სერიაზე მიდგა, რომელშიც სამხრეთამერიკელებმა ისევ იმარჯვეს.

ნახევარფინალში არგენტინა  ხორვატიას შეხვდება.

- მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატებზე მეათე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით არგენტინის ნაკრებში ბატისტუტას დაეწია - მან მუნდიალებზე მეშვიდე საგოლე გადაცემა გააკეთა.
- არგენტინამ მუნდიალებზე ყველაზე მეტი გამარჯვება მოიპოვა თერთმეტმეტრიანების სერიაში - ექვსიდან ხუთი.
- ნიდერლანდებმა კარში ორჯერ დაარტყეს და ორივე გაიტანეს.
- რაც ვან გაალი დაბრუნდა, ნიდერლანდებმა პირველად წააგო - აქამდე 14 მატჩი მოიგეს და 5 ფრედ დაასრულეს.
- მსაჯმა ლაოსმა ფეხბურთელებს 15 ყვითელი ბარათი უჩვენა, რაც ტურნირის რეკორდია.

ლუსაილი. "აიკონიკი". 88 966 მაყურებელი
ნიდერლანდები - არგენტინა 2:2 (პენ. 3:4)
გოლები: 1:0 მოლინა (35), 2:0 მესი (73), 2:1 ვეგორსტი (83), 2:2 ვეგორსტი (90+11)

მკითხველის კომენტარები / 30 /
ჰოლანდიელების ჯარიმა მაგარი იყო ძაან, თუმცა მთლიანობაში არგენტინა უფრო იმსახურებდა მოგებას. ერთი ეგაა არგენტინელებიც ცოტა გამაღიაზიანებლად და ქედმაღლურად მოქმედებდნენ, გეგონება ათი თავით ჯობდნენ ყველას. მოგებაც ღირსეული უნდა და წაგებაც!
gogi
14:40 10-12-2022
1
დიდი ხანია ასე არ მისიამოვნია ფეხბურთით!
ზურა
12:27 10-12-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული