"სულელო, აქედან მოშორდი! იქით წადი!" - ნიდერლანდების დამარცხების შემდეგ გაბრაზებულ მესის ძლივს აწყნარებდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2022 წლის მუნდიალის 1/4-ფინალურ შეხვედრაში არგენტინის ნაკრებმა სუპერ დრამატულ შეხვედრაში ნიდერლანდები პენალტების სერიაში დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

მატჩის შემდეგ ძალიან გაბრაზებული გახლდათ "ალბისელესტეს" კაპიტანი და შეხვედრის გმირი ლიონელ მესი. ნიდერლანდელი ფეხბურთელები 35 წლის ვარსკვლავის წინააღმდეგ ძალიან უხეშობდნენ, რამაც ლეოს გაღიზიანება გამოიწვია.

ის პენალტების სერიის დასრულების შემდეგ ჯერ "ნარინჯისფერთა" ნაკრების დამრიგებელ ლუის ვან გაალთან მივიდა და უკმაყოფილების გამოხატვა დაიწყო.

საბოლოოდ, სიტუაცია ნიდერლანდების ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრმა ედგარ დავიდსმა განმუხტა, თუმცა მესი ამით არ დაკმაყოფილდა.

Tyc Sport-თან ინტერვიუს დროს არგენტინელმა ვოუტ ვეგჰორტს
შემდეგი სიტყვებით მიმართა:


"სულელო, იქით წადი, აქედან მოშორდი", - მიმართა მესიმ ვეგჰორსტს.

აღსანიშნავია, რომ "ალბისელესტეს" ლიდერი მატჩის მიმდინარეობისას ძალიან ემოციური იყო. მან გატანილი პენალტი, შემდეგ კი თერთმეტმეტრიანების სერიაში ვირჯილ ვან დეიკის გაფუჭებული დარტყმა ძალიან ემოციურად აღნიშნა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები ნახევარფინალში ხორვატიას შეხვდება.

altამას დრამაც აღარ ჰქვია - არგენტინამ საოცარ მატჩში ნიდერლანდებს სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
შენც ისე დაასრულებ როგორც ქრისტინამ არ ხარ ღირსი იმ სანუკვარი ოცნების რომელიც დაისახე რადგან არ იმსახურებ...ამ უაზრო ტუტუცი საქციელის გამოც.
Rene
08:39 12-12-2022
3
ჩემი *ვერება ბიჭი..დიეგოს სული ამაყობს შენით..აქამდე სად იყავი თავიდანვე ასეთი ჟილკით უნდა დაგეწყო კარიერა..
ზურა
21:16 10-12-2022
9

სიახლეები პოპულარული