"მესისთვის ხელის ჩამორთმევა მინდოდა, მან კი შეურაცხყოფა მომაყენა" - ვეგჰორსტი ლიონელთან კონფლიქტზე

AutoSharing Option
გუშინ, მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინის ნაკრებმა ნიდერლანდები პენალტების სერიაში დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი დაძაბული და ამაღელვებელი გამოდგა.

შეხვედრის შემდეგ, ლიონელ მესი ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა, რა დროსაც ნიდერლანდების ფორვარდს ვუტ ვეგჰორსტს შეურაცხყოფა მიაყენა.

"სულელო, რას მიყურებ? აქედან გაეთრიე" - მიმართა "ლა პულგამ" "ბეშიქთაშის" ფორვარდს.

"თამაშის შემდეგ მესისთვის ხელის ჩამორთმევა მინდოდა, რადგან როგორც ფეხბურთელს, მას დიდ პატივს ვცემ, თუმცა არგენტინელმა ჩემთან საუბარი არ ისურვა.

ესპანურს კარგად არ ვფლობ, მაგრამ მივხვდი, რომ მესიმ უხეშად მომმართა, ძალიან იმედგაცრუებული ვარ" -
აღნიშნა 30 წლის ფორვარდმა.

შეგახსენებთ, არგენტინის ნაკრები ნახევარფინალში ხორვატიას დაუპირისპირდება, მატჩი 13 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

alt"დამატებით დროში მსაჯი ჩვენს წინააღმდეგ იყო" - დე იონგმა ლაოსი გააკრიტიკა

altნიდერლანდები უმწვრთნელოდ დარჩა - ვან გაალმა თანამდეობა დატოვა

altვან გაალმა მუნდიალზე სკოლარის რეკორდი გაიმეორა


მკითხველის კომენტარები / 5 /
საერთოდ ეგ გალანდსკი პეტუხები ძალიან არაკაცურად იქცეოდნენ ყოველთვის და აგრძელებენ ისევ @ ჩუმად ურტყამენ მუჯლუგუნებს და ფეხებს მეტოქეებს და სიტყვებსაც ისეთს ეუბნებიან ჩუმად რომ ისინიც პასუხობენ და ხშირად ასე კიდებენ ყვითელ წითელ ბარათებს @@ პენლების დროს მესისაც და სხვებსაც მიაძახეს რაღაცა და ეს კარგად გამოჩდა ,აგურებლევის ტელეფობით გადაღებულ ვიდეოებში ! ხვიჩა აიაქსთან პენალს რომ ურტყავდა გახსოვთ როგორ წაეჩხუბა კლასენს და ბევრმა იფიქრა რა უნდა ხვიჩას რატომ ეჩხუბება იმ "პატიოსან" კაცსო და ის გვერდიდან გადაღებული ვიდეო რომ არა ვერავინ ვერ ნახავდა როგორ გააგდებინა ბურთი ხვიჩას და რაღაცა მიაძახა @@
zura222
21:41 10-12-2022
4
მთელი 120 წუთი მესის სცემდნენ და ხელის ჩამორთმევა მინდოდაო?1981 წელს,ფეინოორდთან მატჩის შემდეგ რა განწყობაზე იყვნენ ჩვენი ბიჭები და საქართველოდან გაყოლილი გულშემატკივრები,როგორ ექცეოდნენ მათ თამაშის დროს,ან თამაშის შემდეგ,ვინც კიდევ არიან ამ ქვეყნად,იმათ ჰკითხეთ და მოგიყვებიან.წყობილებიდან გამოსული მესი,თამაშის დროსაც თითქმის არ მახსოვს და თამაშის შემდეგ ასე აგრესიული რომ იყო,ეს უმიზეზოდ არ მოხდებოდა.
სოსო
13:23 11-12-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული