მაროკომ ესპანეთს პორტუგალია ზედ მიაყოლა და ნახევარფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში მაროკომ პორტუგალია 1:0 დაამარცხა და პირველი აფრიკული გუნდი გახდა, რომელიც ისტორიაში ნახევარფინალში გავიდა.

ტურნირის მთავარი სენსაცია მაროკო ჩვეულად მეორე ნომრად თამაშობდა, რაც ეხერხება, თავს უნარიანად იცავდა და სწრაფ კონტრიერიშებს ახორციელებდა. პირველ ტაიმში ორივე გუნდი ფრთხილობდა, ტემპი დაბალი, სანახაობა კი მოსაწყენი იყო. პირველი მომენტი მხოლოდ 30-ე წუთზე შეიქმნა და ისიც შემთხვევით, როდესაც ფელიქსის დარტყმული ბურთი აფრიკული გუნდის მცველ ელ იამიკს მოხვდა და რიკოშეტით კარს ოდნავ ასცდა. 42-ე წუთზე კარიდან პორტუგალიელთა მეკარე დიოგო კოშტა უხეიროდ გამოვიდა და ენ ნესირმა
მისი კარი თავურით დალაშქრა. ამას ევროპელთა იერიშები მოჰყვა და ბრუნო ფერნანდეშმა ბურთი ხარიხას გაარტყა. კომპენსირებულ დროში ის მოწინააღმდეგის საჯარიმოში წაიქცა და მსაჯს ამაოდ სთხოვდა პენალტის დანიშვნას.

შესვენების შემდეგ საჯარიმოდან ჩაწოდებული ბურთი დოიგო კოშტამ არადამაჯერებლად მოიგერია, ხოლო დამატებაზე ელ იამიკმა გატანა ვერ შეძლო. ლუზიტანთა მწვრთნელი ფერნანდო სანტუში მიხვდა, რომ საქმე კარგად ვერ მიდიოდა, შეცვლაზე ჯერ რონალდო, შემდეგ კი ლეაო შეიყვანა. შეიყვანა და შეუტიეს: ბრუნომ ოდნავ ააცილა მიზანს, ცოტა ხანში მანვე კარგად გათამაშებული საჯარიმო ვერ დააგვირგვინა, მერე ფელიქსის დარტყმული ბურთი მეკარე ბონომ საოცარ ნახტომში მოიგერია, რონალდოსაც არ გაატანინა, 90+3-ე წუთზე მაროკოელთა ნახევარმცველმა ჩედირამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს, მისმა თანაგუნდელმა კონტრიერიშისას შანსი ვერ გამოიყენა, ბოლოს პეპემ თავით ვერ უწია მიზანს და რეგრაგის გუნდმა გაიმარჯვა.

მსაჯის საფინალო სასტვენისთანავე ატირებულმა რონალდომ მოედანი დატოვა.

ნახევარფინალში მაროკო ინგლისსა და საფრანგეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

დოჰა. "ტუმამა". 44 198 მაყურებელი
მაროკო - პორტუგალია 1:0
გოლი: ენ ნესირი (42)
გაძევება: ჩედირა (90+3)

მკითხველის კომენტარები / 23 /
გუშინწინაც დავწერე და ახლაც გავიმეორებ
ფინალი: საფრანგეთი - არგენტინა.
მსოფლიო ჩემპიონი --საფრანგეთი.
mamulo
02:09 11-12-2022
10
ყოჩაღ ჩვენ მომგებს ბრავო!
ოკ
00:11 11-12-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული