მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა - ნეიმარის დასამშვიდებლად პერიშიჩის შვილი მივიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკვე ყველამ კარგად იცის, რომ ბრაზილიის ნაკრები ხორვატიასთან პენალტების სერიაში 2:4 დამარცხდა და მუნდიალს დაემშვიდობა. თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ერთი ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ამშვიდებს ივან პერიშიჩის შვილი ნეიმარს.

"სელესაოსა" და "პარი სენ ჟერმენის" ვარსკვლავი მუნდიალზე მისთვის ბოლო (ასე განაცხადა) იმედგაცრუების მსხვერპლი გახდა. ჯერ სერბეთთან მძიმე ტრავმა მიიღო, თუმცა მოედანს პლეიოფში მაინც დაუბრუნდა, მეოთხედფინალში კი ვიცე ჩემპიონ ხორვატიასთან თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა.

მატჩის შემდეგ დანი ალვეში თანამემამულეს ამშვიდებდა, რა დროსაც თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელთან პატარა ლეო მივიდა და პატივისცემის ნიშნად ხელი ჩამოართვა,
მიუხედავად დიდი ტკივილისა, ნეიმარი ბავშვს ჩაეხუტა და მადლობა გადაუხადა.

სწორედ ასეთი მომენტები აქცევს ფეხბურთს საუკეთესო სპორტად...

ხორვატიის ნაკრები ნახევარფინალში არგენტინას დაუპირისპირდება, მატჩი 13 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

ვიდეო აღებულია Beyzanur-ის ტიკტოკ გვერდიდან
მკითხველის კომენტარები / 2 /
შენს ვეებერთელა გულს შემოვევლე პატარა დიდო ადამიანო!
მერაბი
16:35 11-12-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული