"რონალდოს სკამზე დატოვებით მსოფლიო ჩემპიონი ვერ გახდები" - ფიგუმ სანტუში გააკრიტიკა

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, ლუიშ ფიგუმ, მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრების მეოთხედფინალური მატჩი შეაფასა და კრიშტიანო რონალდოს თადარიგში დარჩენაზე კომენტარი გააკეთა.

"რეალის" ყოფილი ფეხბურთელის თქმით, რონალდოს მაროკოს წინააღმდეგ თამაში აუცილებლად ძირითადი შემადგენლობიდან უნდა დაეწყო.

"თუ მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას აპირებ, რონალდო თადარიგში არ უნდა დატოვო. კარგია, რომ შვეიცარიის წინააღმდეგ ამან გაამართლა, მაგრამ ყოველთვის ასე არ მოხდება. მაროკოსთან მარცხში უმთავრესი დამნაშავე ფერნანდო სანტუშია" - განაცხადა ფიგუმ.

შეგახსენებთ, პორტუგალია მეოთხედფინალში მაროკოსთან 0:1 დამარცხდა, აფრიკული გუნდი კი ნახევარფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება. მატჩი 14 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00
საათზე გაიმართება.

altმუნდიალის გამორჩეული მომენტები - ემოციები, გამარჯვების სიხარული, მარცხის ცრემლები... [VIDEO]

alt"სამწუხაროდ, გუშინ ჩემი ოცნება დასრულდა" - რონალდოს ემოციური კომენტარი მაროკოსთან მარცხის შემდეგ


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული