"დორტმუნდის" ფეხბურთელის თქმით, "სამი ლომი" ფრანგებზე უკეთ გამოიყურებოდა და ნახევარფინალის საგზურს სწორედ ინგლისი იმსახურებდა.
"ეს ტკივილი დიდი ხნის განმავლობაში მემახსოვრება. უკეთესი გუნდი გავარდა. ფეხბურთი ხანდახან ასეთი უსამართლოა, მაგრამ თანაგუნდელებით ვამაყობ. ზრდას გავაგრძელებთ და ჩვენი დროც აუცილებლად მოვა" - განაცხადა ბელინგემმა.
შეგახსენებთ, საფრანგეთის ნაკრები ნახევარფინალში მაროკოს დაუპირისპირდება. შეხვედრა 14 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით
ინგლისის ნაკრები სახლში, მედლების ნაცვლად, კატით დაბრუნდება
ინგლისის ნაკრების მოთამაშეები მზად არიან მოედანზე ერთმანეთის გამო თავი გაწირონ