მესი მოდრიჩის წინააღმდეგ 16 წლის შემდეგ - ხორვატიას უპირატესობა აქვს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2006 წლის 1-ელ მარტს ლუკა მოდრიჩისა და ლიონელ მესის ნაკრებები ერთმანეთს პირველად გადაეყარნენ. მაშინ ევროპელებმა "ალბისელესტე" 3:2 დაამარცხეს, ლეომ თავისი პირველი გოლი საკუთარი ქვეყნისთვის სწორედ ამ შეხვედრაში გაიტანა.

ალბათ, იმ ყველაფრის შემდეგ ბევრი ვერ იფიქრებდა, რომ 16 წლის შემდეგ მუნდიალის ფინალის გზაზე ეს ორი მოთამაშე საკუთარ ნაკრებს გვირაბიდან გამოსვლისას წინ გამოუძღვებოდა.

2022 წლის კატარის მსოფლიო ჩემპიონატი ლეოსა და ლუკასთვის ბოლოა, ორივე მათგანს გამარჯვება სურს და გულშემატკივარსაც დიდი მოლოდინი აქვს... განსხვებით 2006 წლისა, ეს შეხვედრა ამხანაგური არ იქნება. მოდრიჩი, როგორც ისტორიაში
საუკეთესო ხორვატი ფეხბურთელი, ისე წარდგება, მესი? მესიზე საუბარიც ზედმეტია.

ეს ნაკრებები ერთმანეთს 3-ჯერ შეხვდნენ. ხსენებულ მატჩში ხორვატიამ 3:2 მოიგო, 2014-ში "ალბისელესტემ" 2:1 იმარჯვა, ბოლოს კი 2018 წელს დაუპირისპირდნენ, სადაც ევროპელებმა 3:0 გაიმარჯვეს...

დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ხორვატიის ბლატავი უნდა დასრულდეს. იმიტომ რომ ფეხბურთი ისაა რასაც არგენტინა ბრაზილია პორტუგალია ასეთი გუნდები (თუნდაც მექსიკა) თამაშობენ, და არა ის რასაც ხორვატები და მაგათნაირი ვირთხები აკეთებენ. აქაოდა მაგრა დავრბივართო კუნთები გვაქვსო, მაღლები ვართო ნაგლად სტანდარტულებზე თავითაც ვუგებთო, ტაქტიკასაც მაგრა ვაწვებითო და უუუუხხ ეგაა ბ*იად მთავარია ხომ ვიმარჯვებთო! არადა ფეხბურთი გენიალური თამაშია, გენიოსების თამაშია და მაგ უნიჭო ვირთხებმა მაგ გენიალურობის მოკვლა გადაწყვიტეს. ის კი არა ბურთი მრგვალია, და მგონი კვადრატად გადაკეთება მოინდომეს. რადგან აკეთო ის რასაც მესი აკეთებს, რასაც ზიდანი აკეთებდა რასაც მარადონა აკეთებდა აი ეგ არის ფეხბურთი და ეგრე რომ ითამაშო ისე როგორც ისინი თამაშობენ ეგრე უფრო ძნელია ხომ?? უნიჭოებმა ადვილი გამოსავალი იპოვნეთ ხომ, ხო და ეგრეა ბოლოში მაინც გენიოსები რომ გიგებენ. ეგრე სადაა, საერთოდ უნდა აკრძალო ამ უნიჭო ვირთხებს თამაში კი არა უნდა ათოხნინო ყანაში. ფეხბურთის წესები უნდა შეიცვალოს საერთოდ მოეწყოს ისე რომ მხოლოდ გენიოსებმა მოიგონ, და დოღის ყურება ვისაც უნდა გაა%მეინო ცხენების დოღს უყურონ
Diego.
01:42 14-12-2022
0
მაგარი სტატია 98-ში ჯგუფში ვის შეხვდა ნეტა არგენტინა ან ხორვატია?
master
15:50 13-12-2022
0

სიახლეები პოპულარული