ვალიდ რეგრაგის თქმით, მაროკო დღესდღეობით მსოფლიოს 4 საუკეთესო გუნდს შორის იმყოფება.
"რატომ ვერ შევძელით ამ დრომდე მუნდიალის ფინალში გასვლა? ოთხშაბათს მოედანზე ყველაფერს გავიღებთ და არასასიამოვნო სერიის დასრულებას შევეცდებით. ფეხბურთის გულშემატკივრები ჩვენი ყველა თამაშის წინ ფიქრობდნენ, რომ გავვარდებოდით, თუმცა დღეს ისევ აქ ვართ, ოცნებების ასრულებას ვუახლოვდებით და ამას აუცილებლად უნდა მივაღწიოთ.
არ ვეთანხმები, რომ ნახევარფინალში გასვლა ჩვენი მაქსიმუმია, უფრო შორს გასვლა გვსურს. შეიძლება იფიქროთ,
აქამდე მაროკოს ნაკრების საუკეთესო შედეგად 1986 წლის მუნდიალის მერვედფინალში გასვლაა, დანარჩენ ოთხ შემთხვევაში კი ჯგუფიდან გასვლა ვერ შეძლეს. რეგრაგის გუნდი წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის აღმოჩენად იქცა. მათ ჯერ ბელგიის ნაკრები 2:0 დაამარცხეს, შემდეგ კი, ყველასთვის მოულოდნელად, ესპანეთის ნაკრებს პენალტების სერიაში სძლიეს და მეოთხედფინალში პორტუგალია 1:0 დაამარცხეს.
შეგახსენებთ, ნახევარფინალში მაროკო საფრანგეთს დაუპირისპირდება. მატჩი 14 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით