მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინამ ხორვატიას 3:0 მოუგო და ისტორიაში მეექვსედ, 2014 წლის შემდეგ კი პირველად გავიდა ფინალში.
როგორც მოსალოდნელი იყო გუნდებმა მატჩი ფრთხილად დაიწყეს, ტემპი მაღალი არ იყო. თავიდან უპირატესობას ხორვატები ფლობდნენ, თუმცა უხიფათოდ უტევდნენ. სადღაც მეოცე წუთისთვის თამაში გათანაბრდა, არგენტინელებმა მეტოქის ნახევარზე აიწიეს. ფერნანდესის დარტყმული ბურთი მეკარე ლივაკოვიჩმა მოიგერია. შემდეგ მასთან პირისპირ გასული ალვარესი გოლკიპერმა წააქცია და მესიმ პენალტი უზადოდ შეასრულა. 39-ე წუთზე ალვარესმა ცენტრიდან დრიბლინგი წამოიწყო და ბურთიანად შევიდა კარში. ამას სამხრეთამერიკელთა კუთხური მოჰყვა და მაკალისტერის თავით დარტყმული ბურთი ლივაკოვიჩმა ძლივს მოიგერია.
შესვენების შემდეგ სლავების მწვრთნელმა დალიჩმა ცვლილებებით სცადა თამაშის გამწვავება, შეუტიეს, რითაც მეტოქეს კონტრიერიშების საშუალება მიეცა და შანსი მესიმ ვერ გამოიყენა. მერე მესი გვარდიოლს გაექცა და ალვარესს დუბლი შეასრულებინა, რომელიც მწვრთნელმა სკალონიმ შეცვალა, საფინალოდ დაასვენა და მოედანზე დიბალა შეუშვა. ეგ იყო და ეგ, "ალბისელესტემ" კლასით დაჯაბნა ვიზავი და თამაში ლოგიკურ დასასრულამდე მშვიდად მიიყვანა.
18 დეკემბერს, ფინალში, არგენტინა საფრანგეთსა და მაროკოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
შორეულ კატარში არგენტინიდან დაახლოებით 50 ათასი გულშემატკივარი ჩავიდა, რომელთა დიდ ნაწილს ფინანსურად სულაც არ ულხინს, ამისათვის ფულს, შესაძლოა, მთელი წელი აგროვებდნენ, მაგრამ ეს ამად უღირთ, რამეთუ მიზანი დიადია - თავიანთ მესამე ტიტულს მიუახლოვდნენ. ხორვატია შესანიშნავი გუნდია, პატარა ქვეყნის წარმომადგენლებმა კვლავ ბოლომდე იბრძოლეს, გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღეს, მაგრამ ფინალში ღირსეული გავიდა. ალბათ, ასე ჯობია სანახაობისთვის, ასე ჯობია მისი უდიდებულესობა ფეხბურთისთვის. ზეიმი გრძელდება.
რაც შეეხება მესის, ეს უკვე სულ სხვა ლეოა, საკუთარ თავს არ ჰგავს, ხშირად აღარაა მოედანზე ჩვეულად მშვიდი (დღევანდელი შეხვედრა არ იგულისხმება), ხანდახან მარადონასავით გაცხარებულია, ისეთი კერპია, როგორიც გუნდს სჭირდება და რომელიც წინ მიუძღვის, მიუძღვის თავისი კარიერის მწვერვალისკენ, რამეთუ ეს მისი ბოლო შანსია - ახლა ან არასოდეს.
. მესიმ მუნდიალებზე 25-ე მატჩი ჩაატარა და მათეუსის რეკორდი გაიმეორა. ამას გარდა, მე-11 გოლი გაიტანა, ბატისტუტას გაასწრო და არგენტინის ნაკრების ისტორიაში რეკორდსმენი გახდა.
. არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატებზე ხუთივე ნახევარფინალი მოიგო.
. ხორვატია მუნდიალებზე პირველად დამარცხდა 2+ გოლით.
ლუსაილი. "აიკონიკი". 88 966 მაყურებელი
არგენტინა - ხორვატია 3:0
გოლები: 1:0 მესი (37, პენ), 2:0 ალვარესი (39), 3:0 ალვარესი (69)
პ.ს. იმედია,რომ არ დაიბლოკება ეს კომენტარი. კომეტარებით არ შემომივარდეთ მესის და არგენტინის ფანები,რადგან თავს შეირცხვენთ. რასაც მესის და არგენტინის გამო ენერგიას ხარჯავთ,ჩვენ ქვეყანას რო მოახმაროთ არ გინდათ? თქვენაირი ხალხი ხართ ამ ქვეყნის სირცხვილი. აი,ისეთი ხალხი ხართ,გერმანიასთან რო გადახტა ვიღაცა და კროოს ფეხების ლოკვა დაუწყო დინამოზე. თქვენს ადგილას მე შემრცხვებოდა
ზოგადად,როცა ადამიანს კომენტარით შეუვარდები,არგუმენტები უნდა მოიყვანო და გაუბათილო ნათქვამი. რა დავწერე ტყუილი? ყატარმა არ იყიდა მასპინძლობა? თუ გუშინ ევროპარლამენტარები არ დაიჭირეს? თუ მიზეზი ის არ იყო,რომ ყატარიდან მიიღეს ქრთამი? ორსატოზე და იტალიაზე ტყუილი დავწერე? თუ პსჟ მფლობელი არ არის ყატარელი და ამ მსოფლიოს ორგანიზატორი? წარმოდგენა მაინც გაქვთ,რამხელა ორგანიზაციაა ევროპარლამენტი და რა ძალაუფლებას ფლობს? თუ ვიღაცას აქვს იმის გაქანება რო ამ ორგანიზაციის ადამიანის და შრომის უსაფრთხოების კომიტეტი მოისყიდოს,მაშინ ორსატო ან ინფანტინოს ვერ მოისყიდიან? თან იქვე ვწერ,რომ არ ვიცი ეს ესე არის თუ არათქო და ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსთქო. რა იყო გაუგებარი აქ და რა იყო ბოღმის მაგვარი? ურუგვაიზეც გეტყვი თუ გინდა,ძალად გაგადეს და იმასაც გეტყვი როგორ,პორტუგალიას რო პენალტი დაუდეს,დასადები იყო? სწორედ მაგ ერთი ბურთით გავარდა ურუგვაი. შემახსენეთ,ურუგვაი არგენტინის ბადეში ხომ არ იყო? სიგიჟეში ხართ ეს მესის 10 წლის ფანები და გგონიათ რამეს ამტკიცებთ,მარა ექიმს ეჩვენოთ ჯობია. ჩემთვის რატო უნდა ქონდეს მნიშვნელი,მაროკო წაიღებს თასს,არგენტინა თუ საფრანგეთი? უბრალოდ,ფეხბურთში სამართლიანობა უნდა იყოს და უნდა გაიმარჯვოს ძლიერმა. თუ ესე შეცდომას ვუწოდებთ ყველაფერს,მაშინ აბსურდის თეატრი იქნება. 4 მსაჯი არის მინდორზე,5 ვარის ოთახში და რანაირად უნდა დაუშვან შეცდომა? ეს არის მიზანმიმართული მავნებლობა და ეს ფეხბურთს არ უხდება.