"2014 წელსაც ფინალში გავედით, თუმცა მაშინ ერთი სხვაობა იყო" - საბალეტამ არგენტინის ნაკრებზე ისაუბრა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა პაბლო საბალეტამ საკუთარ ნაკრებზე ისაუბრა:

"ალბისელესტეს" თამაშში ემოცია ყოველთვის დიდ როლს ასრულებდა, თუმცა ახლა, ამ მუნდიალზე, ეს გრძნობა გამძაფრებულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფინალამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს. 1978 და 1986 წლებში, მსოფლიო პირველობის მოგების შემდეგ, კიდევ ერთხელ მუნდიალზე გამარჯვება ჩვენი ხალხისა და ფეხბურთელებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან სპორტის ეს სახეობა ჩვენი კულტურის ნაწილია. მაშინ, როდესაც რაიმე შეჯიბრების მოგებასთან ახლოს ხარ, ნერვიულობა, ემოციურობა ბუნებრივი თანმხლები მოვლენაა, თუმცა ეს გრძნობა დღეს უფრო მეტია, რადგან კატარში ძალიან ბევრი ჩემი თანამემამულე ჩამოვიდა ჩვენი
ნაკრების მხარდასაჭერად.

"ალბისელესტეს" თამაშზე სტადიონი ივსება, მაყურებლები არაჩვეულებრივ გარემოს ქმნიან და ფეხბურთელებსაც ბოლომდე მხარს უჭერენ. ეს მათთვის დიდი თავგადასავალია, რა თქმა უნდა, მათი მოსმენა და დანახვა წარმოუდგენელ გრძნობასთანაა დაკავშირებული. ფანები მხოლოდ მატჩის მიმდინარეობისას არ მღერიან, შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე არგენტინული სპექტაკლი იწყება და თამაშის დასრულების შემდეგაც გრძელდება.

ისინი აქ ორი მიზეზით ჩამოვიდნენ: რადგან ჩვენმა 36-მატჩიანმა წაუგებელმა სერიამ მოლოდინი გააჩინა, რომ არგენტინა ტურნირის მთავარი ფავორიტი იყო, თუმცა რეალური საბაბი სხვა არის, ლიონელ მესის ბოლო შესაძლებობა აქვს, რომ მსოფლიო პირველობა მოუტანოს "ალბისელსტეს", რასთანაც უკვე ახლოსაა. რა თქმა უნდა, ეს სხვა ფეხბურთელებმაც იციან და მოედანზე გულსა და სულს ტოვებენ. ლეო ახალგაზრდა ფეხბურთელებს მოძღვრავს, ასწავლის და აძლევს იმ გამოცდილებას, რაც მათ არ აქვთ, რადგან უმეტესი მათგანი მუნდიალზე პირველად გამოდის. შეხედეთ, როგორ გრაციოზულად მოდიან გვირაბიდან? მესი წინ მოუძღვის, ისინი კი თითქოს და მისი დაცვის წევრები არიან.

Sportall.Ge

მოედანზე ყველანი მზად არიან, რომ მისთვის იბრძოლონ, დაიცვან ფიზიკურად და მისი ოცნებაც ახდეს. ვიცი, მაქვს მეც მასთან ნათამაშები და ზუსტად ასე ვიქცეოდით, თუმცა ახლა ვხვდები, რამდენად დიდ სიამოვნებას იღებს ლეო ამ მუნდიალიდან.

2014 წელსაც ასე იყო, არგენტინა ფინალში გავიდა, თუმცა მაშინ ჩვენი ლიდერი 27 წლის იყო, ახლა კი 35-ისაა... ერთადერთი განსხვავებაა, ის ახლა უკანასკნელ მუნდიალს ატარებს და საქმე კარიერის დასრულებისკენაც მიდის. ეს ყველაფერი კი ამ გათამაშებას ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანს ხდის, რა იქნება იმაზე მეტად განსაკუთრებული, ვიდრე ის, თუ მესი კარიერის ბოლო მუნდიალს მოიგებს?

არგენტინა ყოველთვის ზღვარზე თამაშობს

მოედნის გარედან მარტივია იმის დანახვა, თუ როგორ თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები კაპიტნისა და გულშემატკივრებისთვის. რა თქმა უნდა, ეს მოგზაურობა დიდებულია, თუმცა ყველამ ვნახეთ, რომ "ალბისელესტემ" ბეწვის ხიდზე გაიარა... საუდის არაბეთთან 1:2 მარცხის შემდეგ მექსიკასთან მძიმე ბრძოლა მოგვიწია, სადაც ისევ ლეოს ჯადოსნური გასროლით უპირატესობა მოვიპოვეთ, შემდეგ კი ენცომაც გამოიჩინა თავი. არამხოლოდ ფეხბურთელები და გულშემატკივრები გადაირივნენ, მესის კერბი, პაბლო აიმარი ნაკრების თავკაცის, სკალონის ასისტენტია, ამ გოლის შემდეგ კი ატირდა... გახსოვთ?


ეს ფაქტი გვიჩვენებს, რომ პასუხისმგებლობას ყველა გრძნობს, თუმცა ნაკრებმა ბევრი იმუშავა, რომ ზღაპარი კარგად დასრულებულიყო. ნიდერლანდებთან დაპირისპირებაში გუნდმა სულისკვეთება და ბრძოლისუნარიანობა აჩვენა, მას შემდეგ, რაც 2:0 დავწინაურდით, ევროპელებმა თამაშში ანგარიში ბოლო წამზე გაათანაბრეს, თამაშს ვესწრებოდი და ძალიან ვნერვიულობდი, რადგან თითქმის მოგებული შეხვედრა პენალტებამდე მივიდა...

Sportall.Ge

გაბრაზებული მესის თამაში არის ის, რაც გვიყვარს


ბევრისგან გავიგე, რომ ნიდერლანდებთან გამარჯვების შემდეგ არგენტინელებმა მათ მიმართ უპატივცემულობა გამოხატეს, თუმცა, მეგობრებო, ეს ფეხბურთია, დაფიქრდით, რა დევს სასწორზე. მატჩის დაწყებამდე ვან გაალისა და მათი სხვა წარმომადგენლების მხრიდან სხვადასხვა არასახარბიელო ფრაზა გავრცელდა, თითქოსდა მესი ბურთს არ ეხება და ა.შ. მე ვიტყვი, რომ საბოლოოდ არგენტინამ თავი ყველაფერს კარგად გაართვა. მომეწონა ლეოს გამარჯვების შემდეგ გამოხატული რეაქციაც (ვან გაალის წინ აღნიშვნა და სიტყვები, რომლებიც მას უთხრა). მიყვარს გაბრაზებული მესის ყურება, პატარა მარადონას მაგონებს და ეს ცუდი სულაც არაა, როდესაც მიზნად მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას ისახავ.

მინდა ეს ამბავი ისე დასრულდეს, როგორც 1986 წელს, "ალბისელესტე" კარგად გამოიყურება, ჩვენი დამარცხება რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნაკრების 10-იანი ბურთს იღებს. გარი ლინეკერმა სწორად აღნიშნა, ნიდერლანდებთან განვითარებული სცენარი 1986 წლის მუნდიალზე გამარჯვებას რაღაცით წააგავდა. მაშინ მარადონა საუკეთესო იყო მოედანზე, დღეს მესია. ორივე ფეხბურთელს მხარს კარგი ფეხბურთელები უბამდნენ და საჭირო დროს იდეალურად თამაშობდნენ. ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად დასრულდება, ვნახეთ, როგორ დაამარცხა ხორვატიამ ბრაზილია. ჩვენ შეცდომების დაშვების უფლება აღარ გვაქვს. ფეხბურთის ასეთი ემოციურობის მიზეზი არაპროგნოზირებადობაა. არ ვფიქრობ, რომ ვინმე მსგავს სცენარს წარმოიდგენდა. დიახ, ჩვენ ჩვენი თავის ფინალში დანახვა შეგვიძლია, თუმცა ჯერ იქ არ ვართ" - განაცხადა პაბლომ.

შეგახსენებთ, არგენტინისა და ხორვატიის დაპირისპირება დღეს, 13 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 8 /
კაით რა ხალხო 86-ში მარადონა სულაც არ ჩხუბობდა დაფრინავდა და იგებდა თამაშებს. ჩხუბი დაიწყო 90-ის მსოფლიოზე როცა ნარკოტიკებით გაჟღენთილს ის აღარ შეეძლო რასაც 86-ში აკეთებდა.
რრრ
20:26 13-12-2022
2
ამ მსოფლიო ჩემპიონატის ნამდვილი აღმოჩენაა მაროკოს შესანიშნავი ნაკრები, დიდ წარმატებას უკვე მიაღწიეს, მაგრამ იმსახურებენ უფრო მეტს, თუნდაც ვიცე-ჩემპიონობას, რაც შეეხება არგენტინას და მის უდიდეს კაპიტანს ლიონელ ანდრეს „ლეო“ მესის - მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონობას ვუსურვებ.
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული