ლინეკერმა იკითხა - კიდევ საკამათოა, ვინაა უდიადესი? მორგანმა უპასუხა

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ხორვატიის 3:0 დამარცხების შემდეგ ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გარი ლინეკერმა არგენტინის ეროვნული გუნდის კაპიტანი ლეო მესი შეაქო და ჟურნალისტ პირს მორგანს შეეკამათა.

"თქვენ კიდევ კამათობთ? ვკითხულობ უდიადესზე".

მორგანმა, რომელმაც რონალდოსთან სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა, სწრაფად უპასუხა: "საკამათო არაა. ეს რონალდოა".

ურუგვაის ნაკრების ფორვარდმა ლუის სუარესმა მესის თამაშით აღფრთოვანება ვერ დამალა: "არასოდეს დავიღლები იმის მტკიცებით, რომ შენ მსოფლიოში საუკეთესო ხარ. დაე, მთელი მსოფლიო ფეხზე წამოუდგეს და ტაში დაუკრას ყველაფრისთვის, რაც ამ ბიჭმა ფეხბურთისთვის გააკეთა. გამაოგნებელია, ჩემო მეგობარო".

მკითხველის კომენტარები / 10 /
არადა ყველაფერი ძალზედ მარტივია: რონალდო ძლიერია, ხოლო მესი განუმეორებელი! ის უბრალოდ მოვლენაა მსოფლიო ფეხბურთში. ვინ იცის კიდევ როდის ეყოლება მსოფლიოს მსგავსი კალიბრის და ამოუწურავი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელი.
თომა
08:03 14-12-2022
3
ვისაც არ უნდა , მაინც არ და ვერ გაიგებს !
კახაბერი
08:36 14-12-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული