მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ხორვატიის 3:0 დამარცხების შემდეგ ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გარი ლინეკერმა არგენტინის ეროვნული გუნდის კაპიტანი ლეო მესი შეაქო და ჟურნალისტ პირს მორგანს შეეკამათა.
"თქვენ კიდევ კამათობთ? ვკითხულობ უდიადესზე".
მორგანმა, რომელმაც რონალდოსთან სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა, სწრაფად უპასუხა: "საკამათო არაა. ეს რონალდოა".
ურუგვაის ნაკრების ფორვარდმა ლუის სუარესმა მესის თამაშით აღფრთოვანება ვერ დამალა: "არასოდეს დავიღლები იმის მტკიცებით, რომ შენ მსოფლიოში საუკეთესო ხარ. დაე, მთელი მსოფლიო ფეხზე წამოუდგეს და ტაში დაუკრას ყველაფრისთვის, რაც ამ ბიჭმა ფეხბურთისთვის გააკეთა. გამაოგნებელია, ჩემო მეგობარო".