"არ მგონია, რომ შემდეგ მუნდიალზე თამაშს შევძლებ" - მესი მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლო მატჩს გამართავს

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ხორვატიასთან გამარჯვების (3:0) შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ კატარის მუნდიალი მისთვის უკანასკნელი იქნება.

"მუნდიალის ყველა ჩატარებულ მატჩში უდიდესი სიამოვნება მივიღე. განსაკუთრებით ემოციური იყო იმის ნახვა, თუ როგორ იზეიმეს ნაკრების წარმატება ჩემს ქვეყანაში. შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატამდე დიდი დროა. არ მგონია, რომ კიდევ ერთ ჩემპიონატზე ასპარეზობას შევძლებ. ამგვარი დასასრული საუკეთესო იქნებოდა" - განაცხადა მესიმ.

შეგახსენებთ, 35 წლის ფეხბურთელმა ხორვატიასთან მატჩში გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულება შეძლო. "ალბისელესტე" მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთისა და
მაროკოს ნაკრებებს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

alt"რით ავხსნი ფინალში გასვლას? ამაზე ერთადერთი პასუხი ლიონელ მესია - არგენტინელი ქომაგები ნახევარფინალში გამარჯვებას ზეიმობენ [VIDEO]

altახლა ან არასოდეს. არგენტინამ ხორვატიას სძლია - მესი სანუკვარი ოცნების ახდენას მიუახლოვდა [VIDEO]

alt"პრივილეგირებული არგენტინა და უსამართლო პენალტი, რომელმაც მოგვკლა" - ხორვატები ჩივიან


მკითხველის კომენტარები / 9 /
რა დონის ბნელი უნდა იყო კაცი, მესიზე რომ ენა მოგიბრუნდება. ეპოქა შექმნა ტიპმა .რა ჯიშის ხალხი ხარტ.
ლევან მაღლაკელიძე
23:58 14-12-2022
3
მართლა 13 ხარ. სერიოზული დასკვნები გამოგიტანია, ყოჩაღ. ))) კიდე ბევრი ყავს შენისთანა ჭკვიანი მამაშეენნს?
13-ს
19:42 14-12-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული