დიდიე დეშამი: საფრანგეთისა და მაროკოს ნაკრებებს მსგავსი სათამაშო სტილი აქვთ

AutoSharing Option
დღეს, 14 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე, მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალურ მატჩში, საფრანგეთი მაროკოს დაუპირისპირდება.

საფრანგეთის ნაკრების თავკაცმა დეშამმა და გუნდის კაპიტანმა უგო ლორისმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მაროკოელთა შესახებ ისაუბრეს.

"მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მაროკოს გულშემატკივრები ტრიბუნაზე დიდ ხმაურს შექმნიან, მათი თამაშით აღფრთოვანებული ვარ, მოედანზეც და მის მიღმაც განსაკუთრებული ერთიანობა აქვთ. თამაში მტრულ გარემოში მოგვიწევს, მაგრამ ამისთვის მზად ვართ. მშვიდად უნდა ვიყოთ და ჩვენი შესაძლებლობები დავამტკიცოთ" - განაცხადა უგო ლორისმა.

"მაროკოს ნაკრები განსაკუთრებით სახიფათოდ კონტრშეტევებზე გამოიყურება, მაგრამ მეტოქისათვის იმავეს შეთავაზება
საფრანგეთსაც შეუძლია, თამაში მათი მსგავსი სტილითაც შეგვიძლია, თუმცა მინდა, ბურთი უფრო ხშირად გვქონდეს. სამწუხაროდ, პოლონეთის ნაკრებთან ამის გაკეთება ვერ შევძელით" - აღნიშნა დიდიე დეშამმა.

alt"გვინდა, აფრიკა მსოფლიოს მწვერვალზე აღმოჩნდეს" - მაროკოს მწვრთნელს ამბიციური მიზნები აქვს

მკითხველის კომენტარები / 1 /
საინტერესო თამაში იქნება, მაგრამ საფრანგეთი ფრთხილად უნდა იყოს დაცვაში - მაროკო ერთი ბურთის გასატანად იბრძოლებს და შემდეგ დაცვაში დადგება. თუ გაიტანეს, მერე შანსს დაელოდებიან. მე მაინც მგონია, რომ საფრანგეთი მშვიდად მოიგებს
:)))))))))))
14:02 14-12-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული