რეგრაგი: ჰაკიმი მბაპეს ჩემზე უკეთ იცნობს, მათ შორის დიდებული დაპირისპირება შედგება

AutoSharing Option
დღეს, 14 დეკემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, ერთმანეთს საფრანგეთისა და მაროკოს ნაკრებები დაუპირისპირდებიან, აფრიკელთა თავკაცის, ვალიდ რეგრაგის თქმით, იგი აშრაფ ჰაკიმისა და კილიან მბაპეს დუელს განსაკუთრებული ინტერესით ელის, მოგეხსენებათ, ორივე მათგანი "პარი სენ ჟერმენის" ღირსებას იცავს და ახლო მეგობრები არიან.

"აშრაფი მბაპეს ჩემზე უკეთ იცნობს, ის მასთან ერთად ყოველდღიურად ვარჯიშობს და იცის, როგორ გაუმკლავდეს კილიანს. ჰაკიმი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ამიტომ მათ დუელს განსაკუთრებული ინტერესით ველოდები" - განაცხადა რეგრაგმა.

შეგახსენებთ, იმ შემთხვევაში, თუ მაროკო საფრანგეთს დაამარცხებს, გახდება პირველი აფრიკული ქვეყანა, რომელიც
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებს.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით

alt"გვინდა, აფრიკა მსოფლიოს მწვერვალზე აღმოჩნდეს" - მაროკოს მწვრთნელს ამბიციური მიზნები აქვს

altდიდიე დეშამი: საფრანგეთისა და მაროკოს ნაკრებებს მსგავსი სათამაშო სტილი აქვთ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული