მაკრონი არგენტინის დამარცხებაში დარწმუნებულია - ანგარიშს კვირა დილით გვამცნობს

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთმა მაროკოს 2:0 სძლია და ფინალში გავიდა. ნამატჩევს მაროკოს გუნდის გასახდელში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შევიდა და სოფიან ამრაბატს ტურნირის საუკეთესო ნახევარმცველი უწოდა.

მაკრონი დარწმუნებულია, რომ ფინალში არგენტინას დაამარცხებენ: "ვფიქრობ, ფავორიტები ვართ, მაგრამ არგენტინა ყოველ შემდეგ შეხვედრას უკეთ ატარებს. ასე რომ, ეს გუნდი ძლიერ პროგრესირებს. ჩემი აზრით, მათი ნაკრები ნაკლებად საიმედო და ერთიანია.

რაბიოს ისევ ფორმაში ჩადგომას ველი, რადგან მაროკოსთან კარგად ვითამაშეთ, თუმცა ბევრი რამ შემადგენლობაზეა დამოკიდებული. მიმაჩნია, რომ გავიმარჯვებთ და შინაგანი ხმა მკარნახობს, ბევრ გოლს ვნახავთ,
საკმაოდ ბევრს, უფრო ზუსტად კვირას გეტყვით, დილით", - განუცხადა მაკრონმა "ეკიპს".

მკითხველის კომენტარები / 11 /
ძნელი სათქმელია ვინ ვის გაუტანს. ასე მაგალითად არგენტინა მართლაც პროგრესირებს და ნახევარფინალში ხორვატიასთან გაცილებით გაუადვილდა თამაში, ვიდრე საფრანგეთს მაროკოსთან... საფრანგეთი უფრო აფრიკის ნაკრებია, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონებულია, ასე რომ ლიბერალიზმი (სინდისის თავისუფლება) VS კონსერვატივიზმი (ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნება)!
P.S. ვისაც კარგად ახსოვს, იტალია 90-სა და აშშ 94-ზე საფრანგეთი საერთოდ ვერ გავიდა, მაგრამ დახეთ საოცრებას, საფრანგეთი 98-ზე, როდესაც პლატინი ფიფას პრეზიდენტი იყო, ფინალში ფენომენი რონალდო საეჭვო ვითარებაში მოიწამლა, რამაც დიდი კითხვის ნიშნები დაბადა, საფრანგეთი კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა პირველად!
ლაშა
20:33 15-12-2022
5
სანამ არ გაუკეთებს ამას ლეო ერთ ადგილას არ მოისვენებს მანამ. გამიხდა ესეც ტოჩნი მაკრონა.
ეეე
00:07 16-12-2022
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული