კროოსი: ცუდი არ იქნება, ჩემპიონი მესი გახდეს - ხორვატების კარში პენალტი იყო

AutoSharing Option
"რეალის" ნახევარმცველმა ტონი კროოსმა Real Total-თან ინტერვიუში მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა:

"მოდრიჩი არა მარტო მშვიდი ადამიანი, არამედ რეალურად მოაზროვნეა. თქვა, რომ ამ მსაჯთან ცუდი "გამოცდილება" აქვს. ეს არანაირად არაა პენალტთან დაკავშირებული. ჩემი აზრით, თერთმეტმეტრიანი იყო. არბიტრმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მოდრიჩისთვის ჯერ არ მიმიწერია. ერთ დღეს ვაცდი. ვიცი, ასეთი მატჩების შემდეგ ორი ათას შეტყობინებას იღებ და ყველას ვერ უპასუხებ. სჯობია მაშინ დავუკავშირდე, როდესაც ყველაფერი დაწყნარდება.

ვის ვუგულშემატკივრებ ფინალში? საფრანგეთის ნაკრებში ჩემი ორი თანაგუნდელი თამაშობს (ორელენ ტჩუამენი და ედუარდუ კამავინგა). თუმცა, ისეთი კარიერით,
როგორიც მესის აქვს, ცუდი არ იქნება, მსოფლიო ჩემპიონი გახდეს".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვახ რა სტრანია რეალის მოთამაშისგან ამის მოსმენა, ყოჩაღ პატივისცემა ჩემგან
ABCABC
20:04 18-12-2022
0
კროოსის კომენტარი ყველაზე მაღალი შეფასებაა
ზაკო
07:58 16-12-2022
1

სიახლეები პოპულარული