"მსაჯს მადლობა უთხარით, რომ ლივაკოვიჩი წითელი ბარათით არ დასაჯა" - ხორვატი არბიტრი

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინისა და ხორვატიის მატჩისას დომინიკ ლივაკოვიჩის კარში დანიშნული პენალტი ხორვატმა მსაჯმა მატეო ბეუსანმა სამართლიანად მიიჩნია.

"არ მესმის, რატომ დაიწყეს კამათი. ეს ასპროცენტიანი პენალტია. ამიხსენით, რას აკეთებდა ლივაკოვიჩი მარჯვენა ფეხით? კარისაკენ ალვარესს ფეხი ჩაუდგა. არბიტრს მადლობა უთხარით, რომ წითელი ბარათი არ უჩვენა.

VAR-ს შეეძლო შეემოწმებინა კიდეც, ყვითელი ბარათით უნდა დასჯილიყო თუ წითელით. ლივაკოვიჩს ბურთზე არ უთამაშია, მეტოქის წინააღმდეგ ითამაშა. მნიშვნელობა არ აქვს, ალვარესი ბურთს დაეწეოდა თუ არა".

მკითხველის კომენტარები / 8 /
შენ არც უნდა უყურო, ხოკეიზე გადაერთე თუმცა ეგ სუბიექტური ბოღმა არც იქ მოგიმატებს ინტელექტს...
2
მართალია არის, მარა 18-ის ასე 10-ის ნახევრიდან აღარ იქნება.
ირაკლის
12:38 16-12-2022
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული