"მსაჯს მადლობა უთხარით, რომ ლივაკოვიჩი წითელი ბარათით არ დასაჯა" - ხორვატი არბიტრი

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინისა და ხორვატიის მატჩისას დომინიკ ლივაკოვიჩის კარში დანიშნული პენალტი ხორვატმა მსაჯმა მატეო ბეუსანმა სამართლიანად მიიჩნია.

"არ მესმის, რატომ დაიწყეს კამათი. ეს ასპროცენტიანი პენალტია. ამიხსენით, რას აკეთებდა ლივაკოვიჩი მარჯვენა ფეხით? კარისაკენ ალვარესს ფეხი ჩაუდგა. არბიტრს მადლობა უთხარით, რომ წითელი ბარათი არ უჩვენა.

VAR-ს შეეძლო შეემოწმებინა კიდეც, ყვითელი ბარათით უნდა დასჯილიყო თუ წითელით. ლივაკოვიჩს ბურთზე არ უთამაშია, მეტოქის წინააღმდეგ ითამაშა. მნიშვნელობა არ აქვს, ალვარესი ბურთს დაეწეოდა თუ არა".

მკითხველის კომენტარები / 8 /
მეც ეგ დავწერე და დისლაიკებით ამავსეს, კომენტატორებმა წესები ისწავლეთ, ობოლაძეს დასცინოდნენ და ელემენტარულში ვერ ერკვევიან...
დათო
01:31 16-12-2022
3
ესეც პასუხი ბოღმა და გაუნათლებელ "ყოვლისმცოდნეებს"
ზაკო
07:54 16-12-2022
4

სიახლეები პოპულარული