ზიეჩის მორიგი ღირსეული საქციელი - მიღებული პრემიალური 262 000 ფუნტი სოციალურად დაუცველ რამდენიმე ოჯახს გადასცა

AutoSharing Option
მაროკოს ნაკრების ნახევარმცველმა ჰაკიმ ზიეჩმა ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მიღებული პრემიალური თანხა საკუთარ ქვეყანაში სოციალურად დაუცველ რამდენიმე ოჯახს გადასცა.

ზოგადად, "ჩელსის" ფეხბურთელი ქველმოქმედებითაა სახელგანთქმული და ნაკრებში მიღებულ ბონუსს ყოველთვის გაჭირვებულ თანამემამულეებს ახმარს. ამჯერად ეს თანხა ასტრონომიული გამოდგა - 262 000 ფუნტი (დაახლოებით 300 000 ევრო).

შეგახსენებთ, მაროკო ნახევარფინალში საფრანგეთთან 0:2 დამარცხდა და ხვალ, 17 დეკემბერს, მესამე ადგილისთვის ხორვატიას შეხვდება.

მომზადებულია sportsbrief-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩვენებს რა ემართებათ ერთი კვარამ გაბედა ეხლახანს და მორჩა მეტი თუ ვინმემ იცით თქვით
ლოვა ძია
08:20 17-12-2022
0
ჩვენ, ხომ ყოველთვის გარეულს ფიანდაზს ვუგებდით და შინაურს არ ვინდობდით.
1121
17:40 16-12-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული