მაროკოს ნაკრების ნახევარმცველმა ჰაკიმ ზიეჩმა ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მიღებული პრემიალური თანხა საკუთარ ქვეყანაში სოციალურად დაუცველ რამდენიმე ოჯახს გადასცა.
ზოგადად, "ჩელსის" ფეხბურთელი ქველმოქმედებითაა სახელგანთქმული და ნაკრებში მიღებულ ბონუსს ყოველთვის გაჭირვებულ თანამემამულეებს ახმარს. ამჯერად ეს თანხა ასტრონომიული გამოდგა - 262 000 ფუნტი (დაახლოებით 300 000 ევრო).
შეგახსენებთ, მაროკო ნახევარფინალში საფრანგეთთან 0:2 დამარცხდა და ხვალ, 17 დეკემბერს, მესამე ადგილისთვის ხორვატიას შეხვდება.
მომზადებულია sportsbrief-ის მიხედვით