ზიეჩის მორიგი ღირსეული საქციელი - მიღებული პრემიალური 262 000 ფუნტი სოციალურად დაუცველ რამდენიმე ოჯახს გადასცა

AutoSharing Option
მაროკოს ნაკრების ნახევარმცველმა ჰაკიმ ზიეჩმა ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მიღებული პრემიალური თანხა საკუთარ ქვეყანაში სოციალურად დაუცველ რამდენიმე ოჯახს გადასცა.

ზოგადად, "ჩელსის" ფეხბურთელი ქველმოქმედებითაა სახელგანთქმული და ნაკრებში მიღებულ ბონუსს ყოველთვის გაჭირვებულ თანამემამულეებს ახმარს. ამჯერად ეს თანხა ასტრონომიული გამოდგა - 262 000 ფუნტი (დაახლოებით 300 000 ევრო).

შეგახსენებთ, მაროკო ნახევარფინალში საფრანგეთთან 0:2 დამარცხდა და ხვალ, 17 დეკემბერს, მესამე ადგილისთვის ხორვატიას შეხვდება.

მომზადებულია sportsbrief-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
Yvelaze magari eri vart sufrastan sanam davtvrebit tore egeti saqcielis chadena ar shegvidzlia.amxela tanxas natesavsac kiar miscemen vigac gachirebuls kiara saqartveloshi.
2
ა კაცი! ნეიმარივით კი არაა, ტიპს მილიონები აქვს და გადასახადებს არ იხდის, მატხოვარი :დ
წიოწ გულნაზის ძმიშვილის მეზობლის ფანები
15:08 16-12-2022
1

სიახლეები პოპულარული