ხორვატიამ მაროკოს მოუგო და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის მატჩში ხორვატიამ მაროკო 2:1 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

დასაწყისი მართლაც თვალსასეირო გამოდგა: ხორვატები იერიშებზე გადავიდნენ, მეკარე ბონომ იმდენად უხეიროდ აიტანა ბურთი, რომ კინაღამ საკუთარ კარში ჩაჭრა. შემდეგ ხორვატების საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთზე გვარდიოლმა ყველას დაასწრო და თავით დაახლოებით 11 მეტრიდან გაიტანა. მაროკოელებმა შეუტიეს და საპასუხო გოლიც თითქმის ანალოგიური გავიდა - ისევ საჯარიმოდან ჩაწოდებით, ისევ მცველმა (დარიმ) გამოიჩინა თავი, ისევ თავურით. აქედან მოყოლებული შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მაროკომ უფრო სახიფათოდ შეუტია, გოლი კი ხორვატიამ გაიტანა, როდესაც ორშიჩმა
ბურთს ბონოს კარში მიუჩინა ადგილი.

მეორე ტაიმიც ლამაზი სანახავი და დაძაბული გამოვიდა, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, ბოლოს ენ ნესირმა ოდნავ ააცილა ბურთი კარს და ხორვატიამ გაიმარჯვა.

. მოდრიჩი პირველი 37+ წლის ფეხბურთელია, რომელმაც ერთ მუნდიალზე ყველა 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
. პერიშიჩის ანგარიშზე ბოლო 3 ტურნირზე 11 საგოლე მოქმედებაა (6 გოლი და 5 საგოლე პასი) და ამ მაჩვენებლით მხოლოდ მესის (16) ჩამორჩება.
. გვარდიოლი მსოფლიოს ჩემპიონატებზე ხორვატთა შორის გოლის გამტანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა - 20 წლის და 328 დღის.

ალ რაიანი. "ხალიფა ინტერნაციონალი". 44 137 მაყურებელი

ხორვატია - მაროკო 2:1
გოლები: 1:0 გვარდიოლი (7), 1:1 დარი (9), 2:1 ორშიჩი (42)

მკითხველის კომენტარები / 16 /
ამ მაროკოსთან როგორ უნდა გავარდე არ მესმის. ტყუილად არ ამბობენ პორტუგალიელებზე რო სისხლით მონათესავე ციგნებთან ძალიან ახლოს არიან
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
17 დეკემბერი 2022 21:36
25
აბა წავიდაა, მაროკოს ფანგიჟების მიერ მტვრევა და მსხვრევა, ბრიუსელში და პარიზში.
გია
17 დეკემბერი 2022 21:11
2
გია ჩაგეთვალა!
alika
17 დეკემბერი 2022 22:04
3

სიახლეები პოპულარული