ხორვატიამ მაროკოს მოუგო და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის მატჩში ხორვატიამ მაროკო 2:1 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

დასაწყისი მართლაც თვალსასეირო გამოდგა: ხორვატები იერიშებზე გადავიდნენ, მეკარე ბონომ იმდენად უხეიროდ აიტანა ბურთი, რომ კინაღამ საკუთარ კარში ჩაჭრა. შემდეგ ხორვატების საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთზე გვარდიოლმა ყველას დაასწრო და თავით დაახლოებით 11 მეტრიდან გაიტანა. მაროკოელებმა შეუტიეს და საპასუხო გოლიც თითქმის ანალოგიური გავიდა - ისევ საჯარიმოდან ჩაწოდებით, ისევ მცველმა (დარიმ) გამოიჩინა თავი, ისევ თავურით. აქედან მოყოლებული შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მაროკომ უფრო სახიფათოდ შეუტია, გოლი კი ხორვატიამ გაიტანა, როდესაც ორშიჩმა
ბურთს ბონოს კარში მიუჩინა ადგილი.

მეორე ტაიმიც ლამაზი სანახავი და დაძაბული გამოვიდა, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, ბოლოს ენ ნესირმა ოდნავ ააცილა ბურთი კარს და ხორვატიამ გაიმარჯვა.

. მოდრიჩი პირველი 37+ წლის ფეხბურთელია, რომელმაც ერთ მუნდიალზე ყველა 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
. პერიშიჩის ანგარიშზე ბოლო 3 ტურნირზე 11 საგოლე მოქმედებაა (6 გოლი და 5 საგოლე პასი) და ამ მაჩვენებლით მხოლოდ მესის (16) ჩამორჩება.
. გვარდიოლი მსოფლიოს ჩემპიონატებზე ხორვატთა შორის გოლის გამტანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა - 20 წლის და 328 დღის.

ალ რაიანი. "ხალიფა ინტერნაციონალი". 44 137 მაყურებელი

ხორვატია - მაროკო 2:1
გოლები: 1:0 გვარდიოლი (7), 1:1 დარი (9), 2:1 ორშიჩი (42)

მკითხველის კომენტარები / 16 /
ხორვატიის მოსახლეობა დაახლოებით იმდენივეა რაც საქართველოსი. ულამაზესი, მოვლილი, მოწესრიგებული ქვეყანა აქვთ. საშინელი ომი გადაიტანეს მაგრამ დღეს ამის კალს ვერსად ნახავთ.მედგარი და შეუპოვარი ხალხია. ფეხბურთი, კალათბურთი , წყალბურთი ... ყველგან მსოფლიოს მოწინავეები. ჩვენ კი ვიძახოთ პატარა, ღარიბი ქვეყანა ვართ და მეტი რა ვქნათო.... ავიტანოთ ნეპოტიზმი, უვიცი ხალხი ფედერაციებში, ატკატები უპასუხისმგებლობა და მერე გვიკვირს რაღაცეები.
არტ
17 დეკემბერი 2022 23:52
2
მარტო იმის სედარება რომ ჩვენხელაა ხორვატია უადგილოა,დიდი მნიშვნელობა აქვს იმას რომ ეს ხალხი მშრომელია,ურთიერთ პატივის მცემელი და ერთმანეთს არ სჭამენ როგორც ჩვენ.უყვართ თავისი ქვეყანა და ცდილობენ რომ ააყვავონ კიდეც.ჩვენ სანამ ამას არ მივხვდებით იქამდე არაფერი გვეშველებაა.
გეგი
18 დეკემბერი 2022 00:12
0
აბა წავიდაა, მაროკოს ფანგიჟების მიერ მტვრევა და მსხვრევა, ბრიუსელში და პარიზში.
გია
17 დეკემბერი 2022 21:11
2
გია ჩაგეთვალა!
alika
17 დეკემბერი 2022 22:04
3
ჩვენნაირი ქვეყანაა ხორვატია სიდიდით და სპორტის თითქმის ყველა სახეობაში მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია. იქნებ სპორტის მესვეურებიდან ვინმე დაფიქრდეს ამაზე!?
ვაჟა მასწავლებელი
18 დეკემბერი 2022 02:19
0
სამწუხაროდ ეგ არ კმარა,ჩვენ სანამ სიზარმაცეს მუქთახორობას და ერთმანეთის ჭმას არ მოვრცებით იქამდე არაფერი გამოვა.უშრომელად სოფელი ვერ აშენდებაა.
გეგი
18 დეკემბერი 2022 02:40
0
სად გყავს სპორტის მესვეურები?
***
18 დეკემბერი 2022 08:41
0
ეს ყველაფერი კარგი მაგრამ ასეთი მსაჯობა გინახავთ როდისმე?წინა ჩემპიონატებში? სანამ დედა არ შეაგინეს მანამდე გაფრთხილება არ მისცა არავის
დავით 67
18 დეკემბერი 2022 02:08
2
მთავარი გამსხვავება ისაა, რომ ეგენი კომუნიზმს და რუსეთს არ მისტირიან ჩვენგან განსხვავებით.
არტ=ს
18 დეკემბერი 2022 00:45
4
Samagalitoa xorvatebi.ramden rames miagwies baqibuqobis gareshe. Arc dzlier saxelmwifo aqvt, magram ertad dgomit da saqmis sworad ketebit ai ras agweven.aq misha da bidzinas seqtebma daaqcies qveyana da erti fexburtelis imedad vart.sanam unda ukravdet sxvebis warmatebebs tashs.
Gia
18 დეკემბერი 2022 00:59
1
ხორვატია შუაგულ ევროპაშია ჩვენკიდე რუსეთის სამხრეთ გუბერნია ვართ ჯერ კიდევ და ეს ევროპელების არცთუ მცირე დამსახურებით.
კახა
18 დეკემბერი 2022 03:22
6
ამ მაროკოსთან როგორ უნდა გავარდე არ მესმის. ტყუილად არ ამბობენ პორტუგალიელებზე რო სისხლით მონათესავე ციგნებთან ძალიან ახლოს არიან
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
17 დეკემბერი 2022 21:36
25
პლეხანოვზე გლოვამ დაისადგურა
ambebi.ge
18 დეკემბერი 2022 14:03
2
პლეხანოვზე გლოვამ დაისადგურა
ambebi.ge
18 დეკემბერი 2022 14:03
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული