ერთი წლის წინ - მესი პელესა და მარადონას გვერდით - დიდი მოწყენილობის შიში...

AutoSharing Option
ერთი წლის წინ (18 დეკემბერს), კატარის 2022 წლის მუნდიალი არგენტინის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. Sportall.ge კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც ამ ამბავს მიეძღვნა...

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ყოველთვის ემოციებისგან დაცლილები ვართ და მცირე პერიოდი მოწყენილობაც კი ისადგურებს. ახლა ყველაფერს ისიც ემატება, რომ კატარის მუნდიალზე ბევრი ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელი ვნახეთ, რომლებსაც მომდევნო ჩემპიონატებზე ვეღარ ვიხილავთ და ის გვაფიქრებს, ვნახავთ კი მათ ღირსეულ შემცვლელებს, ამ ტაქტიკურ ჭიდილსა და პრაგმატიზმზე გადართულ თანამედროვე ფეხბურთში? დასასრული ისეთი იყო, როგორიც ამ სევდის საბაბს შეშვენის - ლიონელ
მესიმ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა...

Sportall.Ge

მსოფლიო ფეხბურთს არაერთი დიდი მოთამაშე ახსოვს და მათი გარკვეული დახარისხება იქნებ კარგი საქმე არც იყოს. ზოგიერთი ნაკლებად ტიტულოვანია, ვიღაც არასათანადოდ დაფასებული, თუმცა ვერ გავექცევით იმას, რომ საერთო შეთანხმებაც არსებობს. აქამდე ასეთი ორზეა - პელე და მარადონა. სიტუაცია მესამის დასახელებას მოითხოვს, თორემ ეს შეუძლებელია თვითმიზანი იყოს. ვინ არ მოუაზრებიათ მანდ - იოჰან კრუიფი, მიშელ პლატინი, ზინედინ ზიდანი, რონალდინიო, ბრაზილიელი თუ პორტუგალიელი რონალდო, თუმცა ყველაზე დიდი შანსი ყოველთვის მაინც ლიონელ მესის ჰქონდა. არგენტინელი "ათიანი" მთელი კარიერის განმავლობაში სხვა პლანეტაზეა. შესაძლოა, გაცვეთილი ფრაზაა, თუმცა ის გენიოსია, რომელსაც შეუძლია ისეთი რამ მოიფიქროს, უსწრაფესი გადაწყვეტილება მიიღოს და შეასრულოს, რომლის გააზრება ჩვეულებრივი ადამიანისთვის რთულია და ვერც ერთი მწვრთნელიც მოიძებნება, რომელმაც შეიძლება ეს "ტვინში ჩაგიდოს". რა აკლდა მესის იქამდე, რომ პელესა და მარადონას გვერდით თამამად მოეხსენიებინათ? - მხოლოდ და მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონობა. საკლუბო დონეზე, მან "ბარსელონას" ისტორიას ახალი სიცოცხლე შთაბერა - ჩემპიონთა ლიგაზე მისი უპირობო ლიდერობით სამჯერ გაიმარჯვა, მადრიდის "რეალთან" შთამბეჭდავი შედეგები დააფიქსირა, გოლებისა და საგოლე პასების რაოდენობა საოცარ ნიშნულზე აიყვანა. რაც შეეხება სანაკრებო ამბებს, კოპა ამერიკა კი მოიგო, თუმცა მთავარი მიზანი ახლა კატარში შეასრულა.

Sportall.Ge

მესი მსოფლიო ჩემპიონობის გარეშეც გენიოსია, ამ ტიტულის შემდეგაც იქნება ბევრი საუბარი იმაზე, არის თუ არა თუნდაც თავის თანამედროვე კრიშტიანო რონალდოზე მეტი ან კილიან მბაპე უფრო დიდი ხომ არ გახდება, თუმცა ყველაზე დიდები რაღაც ზებუნებრივი ენერგიით დაჯილდოებულნი არიან, რაც მესის შემთხვევაში, ობიექტურად ყველაზე მეტი დოზითაა.

ლიონელ მესი კატარში იმაზე ემოციური იყო, ვიდრე გვინახავს. არადა, ის ამ სიდიადის მიუხედავად, მუდამ თავმდაბალია, რომელსაც მოწინააღმდეგეებიც აფასებენ. არავის უნახავს ლეოს სკანდალები, არც პაპარაცების ობიექტი ყოფილა. მესის ძალიან აქტიური გულშემატკივარი მეუღლე ჰყავს, რომელიც მის ყოველ მატჩს ესწრება, 3 შვილი; არგენტინელთა "ათიანის" ერთი ძალიან საინტერესო ინტერვიუ იძებნება, თუ რამდენად დიდ დროს უთმობს ოჯახს, შვილებს, მათი ინტერესების გათვალისწინებას...

Sportall.Ge

მესის გაჩემპიონებას "ბარსელონამ" განსაკუთრებული პოსტები მიუძღვნა. ის მათი სიმბოლოა, მიუხედავად იმისა, რომ კარიერას ახლა სხვაგან აგრძელებს. ვისი ბრალიც უნდა იყოს ეს ამბავი, არასასიამოვნოა. მესის თითქოს მხოლოდ ორ გუნდში უნდა ეთამაშა, "ბარსელონა" მისთვის მეორე სამშობლო იყო, სადაც ყველაფერი გააკეთეს, ლეოს საკუთარი უნარები სრულად გამოემჟღავნებინა...

მესი ძალიან მებრძოლ და ძლიერი ახალგაზრდებით დაკომპლექტებულ ნაკრებში რჩება. მან შესაძლო წასვლა მოტივაციისთვის გამოიყენა, ახლა კი მსოფლიო ჩემპიონის რანგში თამაში მისთვის სხვა პატივია. აქამდეც, რამდენჯერმე განაწყენდა, უფრო საკუთარ თავს გაუბრაზდა, წავიდა, საბოლოოდ კი დიდებული სანაკრებო პერიოდი დაუდგა, რასაც საკლუბოზე ვერ ვიტყვით.

შევხვდებით 2026 წელს, იმედია, საქართველოს ნაკრებთან ერთად!

altმესი დიდების მწვერვალზე - არგენტინა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია! [VIDEO]

altასე აღნიშნეს ჩემპიონობა ბუენოს-აირესში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 27 /
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ ვინ რამდენი ტიტული მოიგო და ვინ ვის გვერდზე თამაშობდა, მე ყველაზე დიდ სიამოვნებას ვიღებდი ბურთის ორი ჯადოქარიდან მარადონა და რონალდინიოსგან. რომ შევადაროთ მარადონასა და მესის დრიბლინგები, ხომ ორივე ძალიან მაგარია, მაგრამ მარადონა თავისი ჰაბიტუსით ბურთთან უფრო ლამაზი და ეფექტური მეჩვენება, ვიდრე მესი. რა თქმა უნდა ყველა ინდივიდუალურად და თავისებურად აღიქვავს ფეხბურთის სილამაზეს, მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური აზრია
GEO
17 დეკემბერი 2023 15:21
1
დაგუგლე ძმაო მესის 20 საუკეთესო გოლი, მერე ასისტი და მერე დრიბლინგი. მერე იგივე გააკეთე მარადონაზე. და დაინახავ რომ მესი ჯობია და საგრძნობლადაც.
არტ
11 იანვარი 2024 11:30
0
მესი, პლანეტის შვიდგზის საუკეთესო ფეხბურთელია და ამით ყველაფერია ნათქვამი.
ის თავადაა ფეხბურთი...
გელა
29 დეკემბერი 2022 23:53
0
მარადონა მაინც მეტია
მარადონამ ნაპოლიც თვითონ შექმნა და ნაკრებიც. ორივეგან ნოლიდან დაიწყო
მესის ბარსელონაშიც ძლიერი ხალხი ყავდა და ნაკრებშიც. მარადონა კი ერთი იყო, ერთი....
და ნაპოლის რის მოგებაც შეიძლებოდა ყველაფერი მოაგებინა
კახელი პაპა
28 დეკემბერი 2022 21:09
5
ვერის რონალდო ვერ ის რონალდო, ნომერი ერთ ლეონელ მესიიიი !
ბურთი
20 დეკემბერი 2022 11:20
2
ჩემი აზრით ყველა დროის 4 საუკეთესო ფეხბურთელია: პელე, კრუიფი, მარადონა, მესი /ქრონოლოგიურად/ შემდეგი ხუთეულია - ზიდანი, გარინჩა, რონალდუ, ვან ბასტენი, რონალდო; შემდეგ - ბესტი, პლატინი, ყიფიანი, ინიესტა
მერაბ გ.
20 დეკემბერი 2022 08:14
4
რონალდინიო გაგიგიათ? ზესტაფონის მარგვეთში თამაწჰშობდა კოკაიას დროს, ალბათ მაგ დროს ჩვენ ჩემპიონატს არ უყურებდით და მაგიტომ გამოგრჩათ
Bs
18 დეკემბერი 2023 21:25
0
ოლეგ ბლოხინი არ დაგავიწყდეთ
სტალინი
27 დეკემბერი 2022 19:52
2
ყველა გამოხმაურება
მესი რომ დიდი ფეხბურთელი, სპორტსმენი და ადამიანია,ამაზე კამათი კი არ ღირს.
ცალკე მინდა ავღნიშნო, რომ კატარის ჩემპიონატი განსაკუთრებული აღმოჩნდა კიდევ იმით, რომ ევროპაში მოთამაშე ფეხბურთელები იყვნენ სპორტული ფორმის მწვერვალზე.ყველგან ეროვნული ჩემპიონატების შუაგულში ფეხბურთელები მრავალგზის უკეთესად გამოიყურებოდნენ ვიდრე ტრადიციულად ზაფხულში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატების დროს, როცა ეროვნულ ლიგებში სეზონი დამთავრებული არის და ფეხბურთელები გადაღლილები არიან
თემო
19 დეკემბერი 2022 22:25
0
კვარაცხელია არ მოგაწყენთ!
levani
19 დეკემბერი 2022 21:18
2
https://m.youtube.com/watch?v=ZRsfsJNvApQ
Es link Naxet da sheedaret mere is qartvelebi argentinelebs, vinc sakutari eri mter-rusebs dautmet da dges Argentinas dascinit
Georgian
19 დეკემბერი 2022 17:25
4
მესი რომ გენიოსია..ორი აზრი არ არსებობს..მარადონა ომის დროს არ თამაშიბდა და რათქმაუნდა არის უამრავი თამაში..მასავით ქარიზმა და ლამაზად თამაში..მხოლოდ გაუჩო თუ მივა..ზოგადად კი მარადონა..მესი და გაუჩო არიან..პელეც მაგარი იყო მაგრამ საგრძნობლად დაბალი დონე იყო 70 იანებში..დანარჩენი კი ბატონო ათეულში ზიზუც..კიჭაც და კრიშტიანუ
კიეზა
19 დეკემბერი 2022 17:08
10
პელეზე ისეთ სისულელეს ამბობ, დავადაც კი არ ღირს
ზურა
19 დეკემბერი 2022 21:20
5
Mesi maradonaze titulovania da riti iyo Maradona meti? Aset asakshi msoflios ro moigeb da aseti aqtiuri iqneb ar vici eg vinmem shedzlos.
Gia
19 დეკემბერი 2022 16:44
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული