საკი: ახლა არგენტინა მესის ფეხთაა - ის ერის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობდა

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ არგენტინის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებაში ლეო მესის მიერ შეტანილი წვლილი "გაძეტა დელო სპორტთან" ინტერვიუში აღნიშნა:

"როდესაც მესიმ თასი ზეცისკენ აღმართა, მისი თვალები ცრემლებისგან სველი იყო. მე ლეოს მთელ განვლილ გზაზე ვფიქრობდი, იმაზე, რაც "ბარსელონაში" მოიგო, მის დრიბლინგზე, გოლებზე, "ოქროს ბურთებზე". თუმცა წყევლა ჰქონდა, რომლისგანაც გათავისუფლება არ შეეძლო. მუდმივად მარადონას ჩრდილში იყო და ეს ზეწოლას ახდენდა. ხშირად ეკითხებოდნენ, რა შეეძლო ნაკრებისთვის მიეცა და ეს ამწუხრებდა. თავისი ერის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობდა და ნაკრებთან ერთად წარმატებას რომ ვერ
მიაღწია, ტკივილს აყენებდა.

ახლა მთელი არგენტინა მის ფეხთაა. მე არ მინდა ვიმსჯელო, მიაღწია თუ არა მარადონას დონეს. ჩემპიონებს შორის ასეთ შედარებებს არ ვეთანხმები, რომლებიც სხვადასხვა ეპოქას მიეკუთვნებიან. მხოლოდ ერთი ვიცი: მარადონა ფენომენი იყო და მას კარგად ვიცნობდი. მე ვიცი, მესიც ფენომენია, თუნდაც სხვაგვარი".

მკითხველის კომენტარები / 7 /
მესი ისტორიაში საუკეთესოა,რომც არ მოეგო მაინც საუკეთესო იქნებოდა,რაც შეეხება თასის ჩუქებას და ამდაგვარებს არამგონია ეს სერიოზულად ნათქვამი იყოს,იმიტომ,რომასეთი საჩუქრები უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს,თანაც ამ დროში.ფრანგს,რომ ბოლო წუთზე შეეგდო მერე რა იქნებოდა?ან იქნებ ვინმემ თქვას,რომ მასაც გაუმაზეს?
Sake
21:53 20-12-2022
0
მართლა გჯერთ რომ მოიგო ას თასი აჩუქეს რატომ გიჭირთ ამის აღიარება ხალხო ვერ ვხვდები თამაშებს დახუჭული თვალებით უყურებდით კარგით რა მსაჯებმა და შიხებნა უბიძეს.
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული