მოგეხსენებათ, არგენტინის ნაკრებმა კატარში მსოფლიო ჩემპიონობა ისტორიაში მესამედ მოიპოვა.
ქვეყნის მასშტაბით დიდი ზეიმი გაიმართა, ქომაგები ქუჩებში გამოვიდნენ და მღეროდნენ, ფეხბურთელების სახელებს გაიძახოდნენ და ბედნიერებისგან სიხარულის ცრემლებსაც ღვრიდნენ.
"ტიკ-ტოკზე" გვერდ TSN ემოციურ ვიდეოს ავრცელებს - "ალბისელესტეს" ქომაგები აივანზე მდგომ ბრმა გულშემატკივართან ერთად აღნიშნავენ, ფანები მღერიან სიმღერებს, მამაკაცი კი ამაყად დგას და ვინ იცის, როგორი ბედნიერია...