ფიფა ძალიან კმაყოფილია იმ შემოსავლით, რომელიც 2022 წლის მუნდიალმა მოიტანა.
ორგანიზაციამ შეძლო 6,2 მილიარდი ფუნტის გამომუშავება, ეს კი 2018 წელთან შედარებით 840 მილიონით მეტია.
მსოფლიოს საფეხბურთო ორგანოს მმართველ ჯანი ინფანტინოს მიზანია, რომ ახლა მსოფლიო ჩემპიონატი 3 წელიწადში ერთხელ გაიმართოს და ფიფა ამ საკითზე მუშაობს.
თუ ყველაფერი მართლაც ასე მოხდება, ცვლილებები ძალაში 2030 წლიდან შევა, რადგან მოლაპარაკებები საერთაშორისო საფეხბურთო კალენდარზე მომავალი წლებისთვის თითქმის დასრულებულია.