2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული არგენტინის ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა და ჩემპიონობის აღნიშვნას აგრძელებს. მოთამაშეებმა ქალაქში თასთან ერთად ავტობუსით გაისეირნეს.
სოციალურ ქსელში "ალბისელესტეს" მეკარის, ემილიანო მარტინესის ფოტო ვირუსულად გავრცელდა. ემილიანო ხელში კილიან მბაპეს გამოსახულებიანი თოჯინით გამოჩნდა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც "ასტონ ვილას" კარის დარაჯმა ფრანგ ვარსკვლავს დასცინა. მუნდიალის ფინალის შემდეგ მარტინესმა გასახდელში მბაპეს მისამართით იხუმრა, თანაგუნდელებს გამარჯვების აღნიშვნა შეაწყვეტინა და განაცხადა, რომ 23 წლის ფეხბურთელისთვის წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ...
აქვე კითხვა მიჩნდება - იგივეს ფიქრობთ ქალაქის მერ კახი კალაძეზე, რომელმაც მთაწმინდიდან გამოქანება და ზედ დასკდომა შესთავაზა თავისივე თანამემამულეებს?
პ.ს. ბოდიშს გიხდით თუ ასეთი კონტრკითხვით ვინმე გაგაღიზიანეთ :)
ვირი გინდა ღობის შიგნით დააბი, გინდა გარეთ.