აგუერო ფსონს ჩავიდა, რომ მესი მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი სერხიო აგუერო კატარში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე ჩავიდა და თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის ბაზაზე მესისთან ერთ ნომერში ცხოვრობდა. ფრანგებთან ნამატჩევს მან მესი კისერზე შემოისვა და გამარჯვება იზეიმა. "კუნმა" შემდეგ გაამხილა, რომ ფსონს ჩავიდა და ფულიც მოიგო.

აგუერომ 1 001 დოლარი იმაზე დადო, რომ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი მესი გახდებოდა და 8 264 დოლარი მოიგო. მან თქვა, რომ ეს აღარც ახსოვდა და მხოლოდ ახლა გაახსენდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული