02:55 21-12-2022
არგენტინა გადაირია, ნაკრების საჩემპიონო აღლუმზე 5 მილიონი ადამიანი მივიდა - ფეხბურთელების ვერტმფრენებით ევაკუაცია გახდა საჭირო [VIDEO]
AutoSharing Option
ქვეყნის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა 20 დეკემბერი უქმე დღედ გამოაცხადა და დედაქალაქის ქუჩებში საზეიმოდ 5 მილიონი ადამიანი გავიდა. ცნობისთვის, ბუენოს-აირესში დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო აგლომერაციაში - 15 მილიონზე მეტი. ასეთ შემთხვევაში წესრიგის დაცვა შეუძლებელი შეიქნა, ხალხი ცეკვავდა, მღეროდა, რამდენიმე რესპუბლიკის მოედანზე 68-მეტრიან ობელისკზე აძვრა, 24 წლის მამაკაცი ჩამოვარდა და გარდაიცვალა; ერთი ადამიანი კი მოტოციკლით გადაადგილებისას ავარიაში მოყვა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. დაწვეს საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელ კილიან მბაპეს მუყაოს კუბო.
ქუჩებში საცობების გამო "ალბისელესტეს" ავტობუსი ძალიან ნელა მიიწევდა ქვეყნის გულისაკენ. პოლიციელები ვერ ახერხებდნენ გზის გათავისუფლებას. გულშემატკივრებმა ხიდიდან სცადეს ავტობუსში ჩახტომა და 30-ზე მეტმა ტრავმა მიიღო. ნახევარმცველი ალეხანდრო გომესი ფანებს ფულს უყრიდა. ერთი სიტყვით, ეროვნულმა გუნდმა საბოლოოდ ვერ შეძლო დანიშნულების ადგილამდე მიღწევა და ფეხბურთელები უსაფრთხოების მიზნით ვერტმფრენებით გაარიდეს იქაურობას.
ხალხი კი ზეიმს განაგრძობდა. ვერც გაამტყუნებ, ისინი ხომ 36 წელი ელოდნენ ამ დღეს და ძალიან მკაცრადაც ნუ განვსჯით - ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ასეთ შემთხვევაში რა მოხდებოდა საქართველოში...
არგენტინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ფეხბურთელებისთვის მადლობის გადასახდელად ყველამ შეძლო გაერთიანება და დღესასწაული შედგა. მესი და დი მარია მშობლიურ როსარიოში გაემგზავრნენ, სადაც, ალბათ, კიდევ ერთი ზეიმი გაიმართება.
ისე როგორ იქნებოდა, რონალდოსთან რეზონანსული ინტერვიუს ამღებ ჟურნალისტ პირს მორგანს არ მოეხდინა კრიტიკულად რეაგირება. მან "ტვიტერზე" დაწერა, რომ დედაქალაქში ნაკრების ჩემპიონობა მხოლოდ ოთხმა მილიონმა ადამიანმა იზეიმა, დანარჩენმა თერთმეტმა მილიონმა კი - არა...
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
ბრიტანელებს ძალიან დიდი დამსახურება აქვთ კაცობრიობის წინაშე ამ თამაშის გამოგონებისათვის!