არგენტინა გადაირია, ნაკრების საჩემპიონო აღლუმზე 5 მილიონი ადამიანი მივიდა - ფეხბურთელების ვერტმფრენებით ევაკუაცია გახდა საჭირო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ნაკრები ბუენოს-აირესში ღამის ორ საათზე ჩაფრინდა, სადაც დიდი ხნის ნანატრი თასი ჩაიტანა. აეროპორტში მილიონამდე ადამიანი მივიდა. გუნდი ბაზამდე ღია ავტობუსით გაემგზავრა და კინაღამ ტრაგედია დატრიალდა - მესი, ოტამენდი და დე პოლი სახურავზე ისხდნენ, ბოლო მომენტში შენიშნეს ელექტროგადამცემი ხაზი და დაიხარნენ. მოკლედ, აღლუმის რეპეტიცია გამოვიდა.

ქვეყნის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა 20 დეკემბერი უქმე დღედ გამოაცხადა და დედაქალაქის ქუჩებში საზეიმოდ 5 მილიონი ადამიანი გავიდა. ცნობისთვის, ბუენოს-აირესში დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო აგლომერაციაში - 15 მილიონზე მეტი. ასეთ შემთხვევაში წესრიგის
დაცვა შეუძლებელი შეიქნა, ხალხი ცეკვავდა, მღეროდა, რამდენიმე რესპუბლიკის მოედანზე 68-მეტრიან ობელისკზე აძვრა, 24 წლის მამაკაცი ჩამოვარდა და გარდაიცვალა; ერთი ადამიანი კი მოტოციკლით გადაადგილებისას ავარიაში მოყვა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. დაწვეს საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელ კილიან მბაპეს მუყაოს კუბო.

ქუჩებში საცობების გამო "ალბისელესტეს" ავტობუსი ძალიან ნელა მიიწევდა ქვეყნის გულისაკენ. პოლიციელები ვერ ახერხებდნენ გზის გათავისუფლებას. გულშემატკივრებმა ხიდიდან სცადეს ავტობუსში ჩახტომა და 30-ზე მეტმა ტრავმა მიიღო. ნახევარმცველი ალეხანდრო გომესი ფანებს ფულს უყრიდა. ერთი სიტყვით, ეროვნულმა გუნდმა საბოლოოდ ვერ შეძლო დანიშნულების ადგილამდე მიღწევა და ფეხბურთელები უსაფრთხოების მიზნით ვერტმფრენებით გაარიდეს იქაურობას.

ხალხი კი ზეიმს განაგრძობდა. ვერც გაამტყუნებ, ისინი ხომ 36 წელი ელოდნენ ამ დღეს და ძალიან მკაცრადაც ნუ განვსჯით - ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ასეთ შემთხვევაში რა მოხდებოდა საქართველოში...

არგენტინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ფეხბურთელებისთვის მადლობის გადასახდელად ყველამ შეძლო გაერთიანება და დღესასწაული შედგა. მესი და დი მარია მშობლიურ როსარიოში გაემგზავრნენ, სადაც, ალბათ, კიდევ ერთი ზეიმი გაიმართება.

ისე როგორ იქნებოდა, რონალდოსთან რეზონანსული ინტერვიუს ამღებ ჟურნალისტ პირს მორგანს არ მოეხდინა კრიტიკულად რეაგირება. მან "ტვიტერზე" დაწერა, რომ დედაქალაქში ნაკრების ჩემპიონობა მხოლოდ ოთხმა მილიონმა ადამიანმა იზეიმა, დანარჩენმა თერთმეტმა მილიონმა კი - არა...

მკითხველის კომენტარები / 13 /
უბრალოდ ვერ წარმომიდგენია თუ რას შეუძლია იმ მასის, იმ რაოდენობის ხალხის გამოყვანა ქუჩაში როგორც ფეხბურთს. ეს არ არის მხოლოდ თამაში, ეს ბევრად უფრო მეტია...
ბრიტანელებს ძალიან დიდი დამსახურება აქვთ კაცობრიობის წინაშე ამ თამაშის გამოგონებისათვის!
ქობულეთიდან
22 დეკემბერი 2022 00:21
1
ასეთი რამეები მარტო ირანში თუ მოხდება, აგერ მაროკოელებიც ზეიმით დახვდნენ ნაკრებს, მაგრამ ასე ველურებივით არ მოქცეულად
D:D
21 დეკემბერი 2022 13:22
5
რა დაგავიწყდა-თ? ან ეს თ რა შუაშია? მერე სტადიონზე ველურებივით თუ იქნეოდნენ, კარგი იყო ??? მაროკოს და არგენტინას შორის განსხვავებას ვერ ხედავ? მაროკო განვითარების დონით სხვა ქვეყანაა და აფრიკული კულტურა აქვს. ეს კიდევ საფეხბურთო ქვეყანაა და პირველყოფილებივით იქცევიან. საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს ვინ მოიქცევა უზნეოდ?
D:D
21 დეკემბერი 2022 15:29
1
მაგათი ველური ფანები არ იქცეოდნენ ველურებივით? როცა არბევდნენ ბრიუსელში და პარიზში ყველაფერს, რაც წინ ხვდებოდათ? ააჰ, ეს "დაგავიწყდათ" არა?D:D. ზუსტადაც არგენტინას ყავს ყველაზე მაგარი ფანები!
D:D-s
21 დეკემბერი 2022 14:26
1
მაქვს იდეა-დამატებითი დრო ითამაშოს ხუთხუთმა(მეკარეების გარდა) ფეხბურთელმა.მოედანზე დარჩებიან მხოლოდ საუკეთესოები,აღარ იქნება ტოტალური პრესინგი და გაიხსნება თამაში,გავა გოლები და პენალტების სერიაც ამოვარდება
გელა
21 დეკემბერი 2022 11:53
6
ნეტავ იმ დღეს მომასწრო საქართველო,რომ მსოფლიოზე მოხვდება და ამაზე ნაკლები ზეიმი არც საქართველოში იქნება დარწმუნებული ვარ ))
ზურა
21 დეკემბერი 2022 11:37
0
ღირსეული ხალხი მოგებასაც ღირსეულად ხვდება და წაგებასაც,უნახავებივით არ იქცევიან
გელა
21 დეკემბერი 2022 11:12
3
არგენტინა ისე გახდა ჩემპიონი,რომ არცერთი ტოპ გუნდი არ დაუმარცხებია.
ჯუჯი
21 დეკემბერი 2022 10:56
6
ვერ ვხვდები, ამ მბაპეს რას ერჩიან? ანუ, არ უნდა გაეტანა გოლები მათთვის?
პორიქით, ძლიერი და ღირსეული მეტოქის დამარცხება უფრო საამაყო არაა?
აშკარად არ ეხერხებათ არგენტინელებს გამარჯვების ღირსეულად აღნიშვნა, ფეხბურთელებიან-გულშემატკივრებიანად. (არადა, ყოველთვის მათ ვგულშემატკივრობდი). თუმცა, მესის წასვლის მერე, კარგა ხანს, არაფრის აღნიშვნა აღარ მოუწევთ.
გივი
21 დეკემბერი 2022 10:14
3
ეტყობა არ უყურებ პარისენჟერმენის თამაშებს, მბაპემ რაც დაიმსახურა ის მიიღო. მარტო ერთი ფრაზაც საკმარისია რაც მესის უთხრა(სახლში მოუსვი), შარშანდელი ქცევით თავი შეაზიზღა არგენტინელებს...
გივი-ს
21 დეკემბერი 2022 17:21
0
რას მიწერ მეგობარო კომენტარში? აზრი ვერ გამოგაქვს წაკითხულიდან?
რა მარადონა და რა ,,უფრო დიდია"? სად მიწერია მსგავსი შინაარსი?
თუ ცოცხალი ადამიანის კუბოს იმიტაციის დაწვა ნორმალურ მოვლენად მიგაჩნია, იმის გამო, რომ მათ ნაკრებს გოლები გუტანა, დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ თქვენს შორის.
ადამიანს გამარჯვების ღირსეულად აღნიშვნის უნარიც უნდა ჰქონდეს და დამარცხების გადატანაც.
გივი
21 დეკემბერი 2022 13:41
2
ყველა გამოხმაურება
ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ასეთ შემთხვევაში რა მოხდებოდა საქართველოში... - პირველი, რაშიც დარწმუნებული ვარ ისააა, რომ არავის შეურაცყოფას არ მივაყენებდით. გარდა 1 შEმთხვერვისა - თუ ფინალს რუსებს მოვუგებდით. ეს მდებიო ერი, არტგენტინელები! ინგლისისთვის რომ მოეგოთ, კიდევ გაიგებდა ადამიანი. პირადად ჩემთვის მარადონა უდიადესია! მაგრამ არასოდეს დამავიწყდება, როგორ დაუჭირა მხარი ჩრდილოეთ ოსეთს და ჩვენ დამპყრობები დაგვიძახა სამაჩაბლოს ომის დროს (იმ პერიოდში რუსეთში ბრძანდებოდა). ასე რომ, ძალიან გთხოვთ, ნუ გვადარებ არგენტინელებს. შეგვარქვეს საბჭოური ბრაზილიელები და ეს არის ზუსტად ჩვენიანები: ფეხბურთი + ღვინო + დუდუკი + ქალები!
alexandre
21 დეკემბერი 2022 10:10
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული