ფიფამ Salt Bae-ს მიმართ გამოძიება დაიწყო - არგენტინა-საფრანგეთის მატჩის შემდეგ ფიფას წესი დაირღვა

AutoSharing Option
Daily Mail-ის ცნობით, ფიფამ დაიწყო შიდა გამოძიება თურქი შეფ-მზარეულის, ნუსრეტ გოკჩეს მიმართ, რომელიც Salt Bae-ს სახელითაა ცნობილი.

გოკჩემ მოახერხა და შეხვედრის დასრულების მერე სტადიონზე შევიდა, რის შემდეგაც მუნდიალის თასს შეეხო, ეს უფლება კი მას არ ჰქონდა.

მსოფლიო ჩემპიონატის თასთან შეხების უფლება მხოლოდ ტურნირის გამარჯვებულებსა და მათი ოჯახის წევრებს, ფიფას ოფიციალურ პირებსა და სახელმწიფოს მეთაურებს აქვთ.

Salt Bae-მ თასს აკოცა და მისი საფირმო ნიშნით "დამარილება" სცადა. ამას გარდა, ნუსრეტ გოკჩემ მოედანი შემოირბინა და ფეხბურთელებთან ერთად ფოტოებიც გადაიღო.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო
ახლა აწარმოებს გამოძიებას, თუ როგორ მოხვდა თურქი მზარეული მოედანზე და მოახერხა მან მუნდიალის თასთან შეხება, შემდეგ კი ზომებს მიიღებს. ცნობილია, რომ გოკჩე ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს მეგობარია.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაში არგენტინამ საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
რამხელა ფული გადაიხადა იქ რომ ყოფილიყო წარმოიდგინეთ
Soso
24 დეკემბერი 2022 01:07
0
ვაააახახააახაააა
დათო
23 დეკემბერი 2022 22:10
1
კიდევ კარგი მარილი არმოაყარა თასზე!!!!!!
ვაჩე!
23 დეკემბერი 2022 20:48
2
კერპთაყვანისმცემლებისთვის სიწმინდეა რათქმა უნდა, რადგანაც მათ ჭეშმარიტი ღმერთი ხომ არ სწამთ და ერთი ესღა დარჩათ პელეს,მარადონას,მესის და ამ ლითონის ფიგურას რომელიც ადამიანის ხელით არის კერპად ჩამოსხმული ეამბორონ და თაყვანისცენ, აი ეს არის ამ უგუნური ადამიანების აზროვნება სამწუხაროდ.
ilia
23 დეკემბერი 2022 19:55
9
მართალი ხარ, სტატიას რომ ვკითხულობდი მასე გავიფიქრე და მერე შენი კომენტარი წავიკითხე, ეგრეა
ზაზა
24 დეკემბერი 2022 23:51
0
შენი ღმერთიც მსგავსად წარმოიქმნა ილია, თავის დროზე ისიც ვირტუოზობდა სიტყვებით სულელ ხალხთან ხოლო ჭკვიანებმა კი ღმერთად აქციეს.
ილიას
23 დეკემბერი 2022 23:35
13
UEFA და FIFA სულ გამოროიალდენ!!!!
ვაჩე!
23 დეკემბერი 2022 19:35
1
სულა გამოარესტოვიჩდნენ
კახაბერი
23 დეკემბერი 2022 21:45
2
და შევიდნენ შიგ ბარსელონაში ))))
ანზ
23 დეკემბერი 2022 20:28
2
ისე ჩვენში დარჩეს და ეს ყასაბი საიდან გამოტყვრა?
გია
23 დეკემბერი 2022 16:23
2
იმენა ყასაბი ხო )
მორიელი
23 დეკემბერი 2022 18:46
1

სიახლეები პოპულარული