გიჟი, თავხედი, უტაქტო, მაგრამ საოცარი ინსტიქტების პატრონი - ფეხბურთელი, რომლის გარეშე არგენტინა ჩემპიონი ვერ გახდებოდა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ფეხბურთელს, რომელმაც სამართლიანად ბევრის გაღიზიანება გამოიწვია. "ასტონ ვილას" 30 წლის მეკარე დამიან ემილიანო "ემი" მარტინესი (სიმაღლე 195 სმ) ოდიოზურია, თავხედიც, ცოტა გიჟიც, მაგრამ თავისი საქმე დიდებულად შეასრულა და "ალბისელესტეს" 36 წლის შემდეგ ოქროს მედლების მოპოვებაში დაეხმარა.

ის მარ-დელ-პლატაში დაიბადა, 2010 წელს "არსენალმა" "ინდეპენდენტესგან" შეიძინა, 2012 წელს "ოქსფორდ იუნაიტედში" გაანათხოვრეს, რომლის რიგებში მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ იჯარით "შეფილდ უენსდეიში" გადავიდა, სადაც თორმეტი შეხვედრა ჩაატარა, "მეთოფეებში" დაბრუნებულმა პირველად 2014 წლის 22
ოქტომბერს ითამაშა პირველ გუნდში - "ანდერლეხტთან" ჩემპიონთა ლიგაზე. ბირმინგემულ კლუბში გადასვლამდე "როტერჰემში", "ვულვერჰემპტონში", "ხეტაფესა" და "რედინგში" ასპარეზობდა.

არგენტინის ყველა ასაკობრივ ნაკრებებში ითამაშა, 2011 წელს ეროვნულ გუნდში ნიგერიასთან მატჩის განაცხადში მოხვდა, ხოლო მისი დებიუტი 2021 წელს 28 წლის ასაკში მუნდიალის შესარჩევ ტურნირზე ჩილესთან შედგა და ძირითადი მეკარეც გახდა.

2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონტზე მეოთხდფინალში ნიდერლანდებთან მატჩისშემდგომ სერიაში 2 პენალტი მოიგერია და გუნდს ნახევარფინალში გასვლაში დაეხმარა. ფინალში კი ასევე თერტმეტმეტრიანების სერიაში ფრანგების ნახევარმცველ კინგსლი კომანს არ გაატანინა. თუმცა, შესაძლოა, ტურნირის მთავარი მომენტი 123-ე წუთზე მოხდა, როდესაც პირისპირ გასულ რანდალ კოლო-მუანის დარტყმული ბურთი მოიგერია, თორემ ვერცხლისქვეყნელების კატარში ტრიუმფს ვერ ვიხილავდით.

Sportall.Ge

იმ მომენტში მარტინესი კარიდან შორს გავიდა და ცოტა არ იყოს უცნაურად მოქმედებდა, თითქოს შეცდომით შეარჩია პოზიცია, უკანაც არ დაიხია, რასაც ბევრი მისი კოლეგა გააკეთებდა და დუელში გამარჯვებული გამოვიდა. რა იყო ეს? - ალბათ, ალღო. მიუხვდა, საით დაარტყმდა მეტოქე, ფეხი მიზანმიმართულად გაშალა და აჯობა. ეს დამყარებული იყო რეფლექსსა და ინსტიქტებზე, რამეთუ ფიქრისთვის დრო არ ჰქონდა.

ის არაორდინალურია, პროფესიონალივით არ მოქმედებს, ისე იქცევა, როგორც ქუჩის ფეხბურთელი და ამაშია მისი სიძლიერე, ვინიდან მოწინააღმდეგეზე ერთგვარ ზეწოლას ახორციელებს, ნერვებზე თამაშობს, წყობილებიდან გამოჰყავს, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ნებისმიერი ბურთის "გამოძრობა" შეუძლია, რამეთუ თავად არ იცის, რას მოიმოქმედებს, რომელ კუთხეში გადახტება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს და ფსიქოლოგიურ დუელს იგებს.

ხულიგნობს, ცეკვავს და ეს თავისი სამუშაოს ნაწილად მიაჩნია, საჩემპიონო დაჯილდოებაზე საუკეთესო მეკარის პრიზით უხამს ჟესტს გამოსახვს, გასახდელში კილიან მბაპესადმი წუთიერი დუმილით პატივის მიგებას მოითხოვს, ბუენოს-აირესში აღლუმზე მისი თოჯინით გამოჩნდება. დიახ, ის ბევრს არ მოსწონს, თუმცა თავისი საქმე ბრწყინვალედ შეასრულა და რომ არა ის, არგენტინა ჩემპიონი ვერ გახდებოდა - გამარჯვებულებს კი არ ასამართლებენ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ცოტა თავხედურად და ვინმემ მესის შეურაცყოფაშიც ჩამითვალოს, მაგრამ ამ კაცის წილი გაჩემპიონებაში შეიძლება მასზე დიდიც იყოს. ისე ძალიანაც ნუ გაკიცხათ მის საქციელს და რომის პაპზე დიდი კათოლიკეები ნუ ვიქნებით მისი საქციელის შეფასებისა და არავინ არ ვიცით რა შეურაცყოფას აყენებდნენ ფრანგი ფანები იმ ნერვების ომის სერიაში.
ზაკო
01:28 24-12-2022
1
ფინალში მე გამოვყოფდი მესისი, მბაპეს და ამ მეკარეს. ვინ ვისზე უკეთესი იყო ეგ თქვენ გადაწყვიტეთ მე მიჭირს. ამ მეკარის ჟესტი სულ მეხსომება და მერე კი იმ ბოლო წამებზე აღებულ ბურთს მოვიგონებ, რომელიც გატანილი გოლის ტოლფასია. მთელი ჩემპიონატიც ძალიან კარგად ჩაატარა და ბრავო. რაც შეეხება ოზბორმა გააკეთა და ამან რომ გააკეთა მერე რა? ეს დღევანდელი დამკვიდრებული ნარატივია, აი იმათ გახსოვთ რეები გააკეთეს და ჩვენ ეს გვეპატიება. არ ბატონო არ გეპატიება. თავხედი კი არის, მაგრამ ჩემთვის ფინალის ერთ ერთ გმირად დარჩება. ბრავო თავხედო გიჟო მაგარი მეკარე ხარ ეგ ჯილდო მართლა დაიმსახურე.
G.LA
09:33 24-12-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული