კასანო: სამყარო მესის ფეხთაა - ახლა რას იტყვით მარადონას ფანებო?

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ანტონიო კასანო ლეო მესის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს.

"თქვენ, მარადონას ფანებო, რას იტყვით ახლა, როდესაც ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი მესი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა?

ალბათ, დაიწყებთ იმაზე ლაპარაკს, რომ მარადონა უფრო ქარიზმატული იყო, პიროვნულადაც გამორჩეული, მაგრამ ეს ყველაფერი სისულელეა, ბედს შეურიგდით. ჯანდაბაში წადით! მთელი მსოფლიო უდიადესის ფეხთაა, ის კი თავმდაბლად დუმს", - განაცხადა კასანომ რადიო Deejay-ს ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 11 /
კასანოსი მესმის, მარადონას ფანებიბი მესის ფანებზე უარესები არიან, ნამდვილი ფანატიკოსები, არადა მესიმ ყველაფერში აჯობა, ერთი მიზეზი ჰქონდათ მსოფლიო და 86-ზე ბევრად სუსტი ნაკრებით მოიგო მესიმ. ყველას თავისი აზრი აქვს, ფაქტი სახეზეა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს ვუყურებთ, მხოლოდ უცოდინრები და ფანატიკოსები არ აღიარებენ ამას...
aaa
27 დეკემბერი 2022 00:56
0
კასანოსი არ მესმის, რა ბოღმა აქვს ასეთი გულში?ხან რონალდუს კბენს,ხან მარადონას და ამ დროს თვითონ რას წარმოადგენს, იტალიაში კასანოსნაირები კონა ათი შაურია.
მამუკა
27 დეკემბერი 2022 00:35
1
კასანო! ჯიგარი ხარ, მაგრამ მარადონას შეეშვი რა, ის იყო მეფე და ასეთად დარჩება, ის ხალხის რჩეული იყო.
SLR
26 დეკემბერი 2022 13:00
1
ოო, ეს არ ვიცოდი.
მართლა?
27 დეკემბერი 2022 14:06
0
ვახტანგ გორგასალიც მეფე იყო, მაგრამ გამოჩნდა დავით აღმაშენებელი და მერე ის გახდა "მეფე" საუკუნოდაც ასეთად დარჩა.
კასანო! ჯიგარი ხარ, მაგრამ მარადონას შეეშვი რა, ის იყო მეფე და ასეთად დარჩება, ის ხალხის რჩეული იყო.
26 დეკემბერი 2022 20:54
2
მე ფეხბურთი მესიმ შემაყვარა და აქედან მოდის მის მიმართ, ჩემი გულწფელი ქომაგობაც, ძალიან მომწონს მისი თამაშის სტილი, ბურთის ფლობის მანერა, ბურთის უზადო გადაცემის ხედვა და ასე შემდეგ, მაგრამ სიმართლე გითხრათ ნამდვილად არ მომეწონა კასანოს ესეთი შინაარსის კომენტარი.ერთია როდესაც შენ გულშემატკივრობ შენს საყვარელ ფეხბურთელს და მეორეა, როდესაც ამ ფეხბურთელის სახელს იყენებ, შენი ბოღმის გამოსავლენად. არ ვიცი მარადონამ ასეთი რა აწყენინა კასანოს, მაგრამ რაღაცას რო ვერ ინელებს დღემდე, ფაქტი სახეზეა. დარწმუნებული ვარ ლეო მესი წაიკითხავდა კასანოს ამ კომენტარს და ნამდვილად არ მოეწონებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ ლეო, მარადონას ყოველთვის სიყვარულით და პატივისცემით იხსენებდა და იხსენებს კიდევაც! ასევე არ მახსენდება იგივე როლანდოც, ლეოს სადმე უარყოფითად მოეხსენებინოს, პირიქით ყოველთვის მეგობრულად და პატივიცემით ახსენებს! კასანო უკვე ზღვარს გადადის. ლეოს შეეშვით და აცალეთ ესეთი დიდი სიხარული შეირგოს!
თემო
26 დეკემბერი 2022 10:42
1
თემო მართალი ხარ, მითუმეტეს ლეო პიროვნულად თავმდაბალია და ასეთი შეფასება, რო "სამყარო მის ფერხთაა" ეს უკვე მეტისმეტია. ერთხელ იყო, ერთმა ხვიჩას გულშემატკივარმა დაწერა, რომ "სამყარო ხვიჩას გარშემო ტრიალებსო" და უარყოფითი კომენტარებიც მიიღო. ლეოსნაირ და ხვიჩას ნაირ პიროვნებებს არ ჭირდებათ, გადამეტებულზე, გადამეტებული, კასანოსნაირი გულშემატკივრობა.
Temos
26 დეკემბერი 2022 11:24
0
ფეხბურთელი( ყოფილი) მაინც არ იყოს. მარადონა იყო ფეხბურთის მეფე. მას ვერავის შეადარებ! მესისტებს მალე გაგივლით ეს ეიფორია. მესი უდაოდ დიდი ფეხბურთელია, მაგრამ მისი შედარება მარადონასთან ისეთია სპილო რომ შეადარო თაგვს წონაში
დავით 67
26 დეკემბერი 2022 05:34
11
პ.ს. გამოდის რო მსოფლიო ჩემპიონობა წყვეტდა მის სიდიადეს? ესაა თქვენი ლოგიკა? არასდროს ტიტული და სტატისტიკა არ არი მთავარი! იმდენ კვერცხს აქვს მსოფლიოს ჩემპიონობა ან ევროპის მოგებული და იმდენ გენიოსს ერთი ტიტული არ აქვს რო ჩამოთვლას აზრის არა აქვს. მესი ასედაც დიდი იყო და ისედაც და ჩვენც გვიხარია მისი სიხარული. იმდენს ნუ იზამთ, უკურეაქცია გამოიწვიოთ. თვითონ არგენტილებმა ბევრი ჩააკუკეს უკვე. მეკარის სამარცხვინო ჟესტით და უკბილო, ბოროტი ღადაობებით. ეგეთი საქციელი არასდროს უკვალოდ არ გადის და ისე არ მოხდეს კიდე 36 წელი ელოდოთ გამარჯვებას.
რეზო
26 დეკემბერი 2022 03:15
11
ჯანდაბაშიც წადი და შენი .....ნ! გირჩევნია და გერჩიოს. გემოვნების საკითხია. მესი არის მარადონას კალიბრი. მაგრამ შენ აზრს ასე იმპერატიულად რატო გვახვევ თავს? თეა თუთბერიძე ხარ თუ ბაია პატარაია? ვინ უფრო დიდი მაგაზე კამათს აზრი არა აქვს. ყველა საკუთარ აზრზე დარჩება.
რეზო
26 დეკემბერი 2022 03:12
6
კასანო კაი ტიპია მარა მარადონას რატო უტრაკებს. მარადონას ვერასდროს ვერავინ ვერ შეცვლის, მესის შემოევლოს ჩემი თავი ტიტულებითაც აჯობა მარა ვერა- მარადონა მარადონაა ჯერ მარტო საუკუნის გოლის გატანით. თამაშის მანერითაც და საერთოდ, მესის ნაპოლის ნაირ გუნდში არ უთამაშია და არც ითამაშებს ჯერ ბარსაში იყო ეხლა პსჟში გადაძეძგილი ვარსკვლავებით. ეს მარადონას არგუმენტები ყოველთვის დარჩება მაგას ვერავინ ვერ გაიმეორებს
#
26 დეკემბერი 2022 01:28
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული