მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ აღიარებული არგენტინელი ემილიანო მარტინესი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა ადილ რამიმ გააკრიტიკა.
რამი 2018 წელს საფრანგეთის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში მუნდიალის გამარჯვებული გახდა, ამჟამად კი "ტრუაში" თამაშობს. მან განაცხადა, რომ მარტინესი მთელ მსოფლიოში ყველაზე სულელი და საძულველი ადამიანია, ხოლო "ოქროს ხელთათმანს" ბუნუ იმსახურებდა.
მარტინესს თანანაკრებელი ანხელ დი მარია გამოექომაგა და რამის მიმართა: "დიბუ" მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა. სხვაგან იტირე".
მარტინესს თანანაკრებელი ანხელ დი მარია გამოექომაგა და რამის მიმართა: "დიბუ" მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა. სხვაგან იტირე".