ამ ამბავს წინ ერთი საინტერესო მოვლენა უძღოდა. 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე, გახსნით მატჩში, არგენტინის ნაკრები ისლანდიას დაუპირისპირდა. აღნიშნულ შეხვედრაში ლიონელ მესიმ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
მუნდიალზე პირველი სენსაციის დაფიქსირების შემდეგ არგენტინელმა ჟურნალისტმა რომა პანტაროტომ ლეოს წითელი ლენტი აჩვენა და უთხრა: "ლეო, დედაჩემს ჩემზე მეტად უყვარხართ. ყოველთვის მის შეკერილ ლენტს ვატარებ და ჩემთვის იღბალი მოაქვს.
"ლა პულგა" შეთავაზებას სიამოვნებით დათანხმდა, ჟურნალისტმა კი ცისკენ აიხედა და თქვა: "დედა, მესიმ შენი შეკერილი ლენტი მოირგო!"
არგენტინის ნაკრებმა მომდევნო მატჩი ნიგერიის წინააღმდეგ გამართა. ალბათ, ყველას გახსოვთ მესის შთამბეჭდავი გოლი აფრიკელთა კარში.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ამავე სამაჯურით კიდევ 4 ფეხბურთელი გამოჩნდა: მესის ყოფილი თანაგუნდელი "ბარსელონაში" ფელიპე კოუტინიო, როდრიგო დე პაული, ლაუტარო და ემილიანო მარტინესები.
შესაძლოა ეს უბრალოდ დამთხვევაა, თუმცა "ალბისელესტემ" 2021 წელს "მარაკანას" სტადიონზე მასპინძელ ბრაზილიის ნაკრებს სძლია, 2022 წლის მუნდიალის ფინალში კი დრამატულ ბრძოლაში, თერთმეტმეტრიანების სერიაში საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა.
საინტერესოა, გაგრძელდება თუ არა არგენტინელთა ბანაკში "წითელი ლენტის" წარმატების ისტორია.
ცნობილი გახდა, როდის დაუბრუნდება მესი პსჟ-ს
სუარესი მესის გამო არგენტინაში მეუღლესთან ერთად ჩაფრინდა, რათა ლეოსთვის მსოფლიო ჩემპიონობა მიელოცა