"აინტრახტის" მწვრთნელი: ამოცანა "ნაპოლისთან" მატჩში - მინიმუმ ორი გოლი ძირითად დროში და გამარჯვება პენალტების სერიაში

AutoSharing Option
დღეს ჩემპიონთა ლიგის საპასუხი 1/8-ფინალურ მატჩში "ნაპოლი" "აინტრახტს" უმასპინძლებს. ვერ გეტყვით, მართლა ასე ოპტიმისტურად არიან განწყობილი თუ თავს იგულიანებენ, მაგრამ მიუხედავად სახლში 0:2 დამარცხებისა, ფრანკფურტული გუნდის მწვრთნელმა ოლივერ გლასნერმა და ნახევარმცველმა სებასტიან როდემ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ უიმედოდ სულაც არ არიან.

გლასნერი: "ბიჭების განწყობა პოზიტიურია. ბოლო ვარჯიში ძალიან კარგად ჩავატარეთ. 0:2 ჩამორჩენა უნდა აღმოვფხვრათ. ესაა ჩვენი მიზანი.

კოლო მუანის და ლინდსტრიომის არყოფნა? "აინტრახტის" განსაკუთრებულობა იმაშია, რომ შეგვიძლია გამოკლებული ფეხბურთელების შეცვლა, მეტადრე თავდასხმასა და ნახევარდაცვაში. მაღალი დონის ორი ფეხბურთელი ვერ დაგვეხმარება, თუმცა
სხვები გვყავს, რომელთაც ასევე კარგი უნარები გააჩნიათ. ნებისმიერ შემთხვევაში, ერთ მოთამაშეს არ შეუძლია შეხვედრის მოგება.

პირველი მატჩის გასაანალიზებლად ბევრი დრო გვქონდა. ამოცანა ნათელია: ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რათა ძირითად დროში მინიმუმ ორი გოლი გავიტანოთ და საბოლოოდ მეოთხედფინალში გავიდეთ.

რა თქმა უნდა, გვინდოდა ჩვენი გულშემატკივრები აქ ყოფილიყვნენ, მაგრამ კონცენტრირებული ვართ იმაზე, რამაც შეიძლება თამაშზე გავლენა მოახდინოს. მაშინაც კი, როდესაც ჩვენი ქომაგები არენაზე არ არიან, მათ მხარდაჭერას ვგრძნობთ.

იდეალური ვარიანტი? სამი გოლის გატანა. ადრე თუ გვიან, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ან პენალტების სერიაში გამარჯვება. ამისათვის ყველაფერ იმის ჩვენება მოგვიწევს, რაც შეგვიძლია. ჩვენ კი ბევრი რამ შეგვიძლია".

როდე: "საქმეს თამამად ვუდგებით და დიდ იმედებს ვამყარებთ. დავამტკიცეთ, რომ ბალანსის მიღწევა შეგვიძლია, რაც ბუნდესლიგის შემდეგ საერთაშორისო დონეზე გასვლაში დაგვეხმარება. სიტუაციას ისე ნეგატიურად არ აღვიქვამ, როგორც ეს გარედან ჩანს. ვნახოთ, რა მოხდება ამ დიდებულ სტადიონზე. აქ იმისათვის ვართ, რათა შემდეგ ეტაპზე გავიდეთ".

მკითხველის კომენტარები / 6 /
შარშანდელი აინტრახტი რომ მმახსოვს,ისეთი გუნდი იყო,ფიზიკური მონაცემების ხარჯზე,თანაბარ თამაშშიც შეეძლო გამარჯვების მოპოვება.შესაძლოა ვინმესთან წაეგოთ,მაგრამ შეეძლოთ ნებისმიერი კლუბის დამარცხებაც.პირველ თამაშში,ამისაგან ძალიან შორს ჩანდნენ,თუმცა,თუ ნაპოლი მოეშვება და საქმეს დამთავრებულად ჩათვლის,გერმანელებს,ყველაფრის შემობრუნება შეუძლიათ.ასე რომ ნაპოლის მობილიზაცია იქნება გადამწყვეტი.დარწმუნებული ვარ,ერთმანეთს არ ამოასუნთქებენ და ვინც მეტს შესძლებს,ის დარჩება გამარჯვებული.ასე რომ,წესით,მოედნის ცენტრში და სოლისტების მიერ უნდა გადაწყდეს, მატჩის ბედი.იმედია,მერეტი თამაშს შესძლებს.
სოსო
16:43 15-03-2023
1
ხვიჩა გაიგებდი ალბათ გერმანელებს სდომებიათ გამარჯვება ორი ან სამი ბურთის სხვაობით!ჰოდა მიარჭე მაგათ ორი ან სამი გოლი!!!
ზაზა
13:20 15-03-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული