"ეს ბარბაროსობაა!" - აგირე მუნდიალის 6 ქვეყანაში ჩატარების შესახებ

AutoSharing Option
ცნობილმა მექსიკელმა მწვრთნელმა ხავიერ აგირემ, რომელიც ამჟამად ლა ლიგის ბინადარ "მალიორკას" უდგას სათავეში, მუნდიალის 6 ქვეყანაში ჩატარების შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს არგენტინა, ურუგვაი, პარაგვაი, მაროკო პორტუგალია და ესპანეთი უმასპინძლებენ.
"
ეს ნამდვილი ბარბაროსობაა!. ამდენი ფრენა მომიწევს. ჯერ არგენტინაში, იქიდან ესპანეთში და ესპანეთიდან მაროკოში. თავი დამანებეთ, მე აქამდე 12 მსოფლიოს ჩემპიონატზე ვარ ნამყოფი და ეს არ მომწონს", - აქვეყნებს აგირეს სიტყვებს Mundo Deportivo.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მართლა მარაზმია მსოფლიო ჩემპიონატის ატმოსფეროს საერთოდ გაანადგურებენ
dato
15:50 08-10-2023
0
ისე მონღოლეთმა და ჩრდილოეთ ირლანდიამ რა დააშავეს,თუ მსოფლიო ჩემპიონატია მსოფლიო ჩემპიონატი იყოს
Levani
16:22 08-10-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული