"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

AutoSharing Option
საქართველოს პარლამენტის წევრი და ყოფილი ძიუდოისტი შოთა ხაბარელი სოციალურ ქსელში ბუდუ ზივზივაძის განცხადებას გამოეხმაურა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გუშინ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

"ბუდუ, შვილო, როგორც ფეხბურთელს, მაგალითად, კახა კალაძეს ცოტა მეტი უთამაშია, შედეგებისთვის მიუღწევია, მერე ამ ქვეყნის გათავისუფლებისთვის უბრძოლია სისხლიანი ჯალათებისგან და სამწუხაროდ, ახლაც ამ ბრძოლის გაგრძელება უწევს. გაცილებით მეტი, მით უმეტეს, პოლიტიკაშიც უნახავს და ზუსტად ვიცით ყველამ, რომ საკუთარი ქვეყნის არც გარუსებას დაუჭერს როდესმე მხარს და არც რომელიმე ქვეყნის ვასალობას. მეც რაღაც
გამიკეთებია ქართული სპორტისთვის, საქმისთვის, პოლიტიკისთვის, მაგრამ ამაზე არ გავაგრძელებ, უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი…

ამიტომ, მოგმართავ, როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და მიმდინარე მოვლენებში. პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები. 

ან კანონი წაიკითხე და გვითხარი, რა არ მოგწონს იქ, ან ისეთ არხებს უყურე, სადაც ნახავ, როგორ ესხმიან თავს პოლიციელებს, დედას აგინებენ, სახეში აფურთხებენ, ქვებს და აგურებს ესვრიან თავში და ცალმხრივად აღარ ილაპარაკებ. ევროპას რაც შეეხება, მაგისთვის ყველაფერი კეთდება და თუკი რამე ნაბიჯი გადაიდგა ევროპისკენ, ჩვენმა გუნდმა გადადგა ყველა და არა ამ აქციების ორგანიზატორებმა, ოღონდ ისე კი არა, მონებად რომ შევიდეთ, წევრებად რომ მიგვიღონ, ამას ვცდილობთ და იქნებ გაარჩიო ეს ყველაფერი ერთმანეთისგან. არ მგონია, შენ გინდოდეს ლომჯარიას დეკლარაციისთვის ეროვნულ და ამავდროულად, ევროპულ არჩევანს საფრთხე დაემუქროს. ამიტომ, სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო-ბოლო და აგიხსნიან, სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა…", - წერს ხაბარელი.

alt"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

მკითხველის კომენტარები / 255 /
შოთა, ამ დილას ყბაში რომელი ხიზილალა გაუშვი, შავი თუ წითელი? კარგი იყო? თითოეულ მარცვალს დაგათვლევინებენ ეს ახალგაზრდები!!!!!
მშიერი
03 მაისი 2024 12:39
8
შოთა, 20 კაცი რომ ურტყავდით 1 კაცს პარლამენტში, მაში დავინახეთ შენი "ვაჟკაცობა". ხმა გაიკვნიტე!
ბიძინაააა.... გეძინაააა ))
03 მაისი 2024 12:38
8
ბატონო შოთა ღილაკის დამჭერად რომ ზიხართ თქვენ და თქვენნაირები დაა ერთი უინტელექტო ხიხო კამანდობს ამ ყველაფერს იმოტომაც გვაქვს საქმე კარგად
lasha
03 მაისი 2024 12:36
7
პირველ რიგში, ხელები შორს ბუდუსგან! ლოზუნგებით ზუსტადაც რომ თქვენ საუბრობთ, ბ-ნო შოთა, თან გაზეპირებული ლოზუნგებით, მაგალითად, ერთი-ერთში თიკა კანდელაკთან და მარგო სიმონიანთან!
აი, რასთან გვაქვს საქმე - აქეთ არის ბუდუ, ახალგაზრდა ადამიანი, თავისუფალ ქვეყანაში გაზრდილი, თავისუფლად მოაზროვნე, რომელმაც პატიოსანი შრომით მიაღწია წარმატებებს. ის არ არის დამოკიდებული ვინმეზე, იმიტომ, რომ უკვე ძალიან წარმატებული ადამიანია.
იქეთ არის ხაბარელი, რომელმაც ასევე მიაღწია წარსულში წარმატებებს. თუმცა სამწუხაროდ ეხლა ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული და როგორც ჩანს, მასზე ძალიან არის დამოკიდებული, ატარებს ანტი-სახელმწიფოებრივ პოლიტიკას (ისევე, როგორც კალაძე, და სხვა ვაი-პოლიტიკოსები).
დასკვნა ხალხმა გააკეთოს, ვინ არის უფრო მართალი.
ნიკა
03 მაისი 2024 12:27
13
მართალი არის ის ვინც ლაპარაკთან ერთად საქმეს აკეთებს და არა ის ვინც ყველა დაუვებელი და დაშვებული მეთოდებით იბრძვის ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. ძაან სამწუხაროა, რომ მოახერხა ზუსტად უცხო ძალებმაასმედიების საშუალებით თქვენი თქვენი აზროვნების დასტერეოტიპობა საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. ძველი იმპერიული მეთოდია "გათიშე და იბატონე".
გაიოზი
03 მაისი 2024 12:56
15
- ჩვენ ევროპაში არნახული დემოკრატია შევქმენით;
- ყველაფერი ვიღონეთ სხვა ქვეყნებში სამუშაო ადგილების პოვნისთვის, რაც დაგვიფასა ერმა და ევროპა გაივსო ქართველი ემიგრანტებით;
- სოფლის მეურნეობაში 4 მილიარდი ჩავდე, ავაყვავე ქვეყანა, მადლიერმა გლეხობამ მადლობის ნიშნად 5 მილიარდი უკან დამიბრუნა;
- ნემსის ყუნწში ვძვრებოდი, რომ ცოტა ფულით მაინც დავხმარებოდი ჩემს ბიჭებს, ამისთვის საყდრისის აფეთქებაც კი მომიწია...
ახლა რამდენიმე წლით დავისვენებ ბრაზილიაში, ჩემი ბერიკო მიმზადებს დასასვენებელ ადგილს, შევეცდები იქიდან მივხედო ჩემს საყვარელ სამშობლოს!
ბორია ჭორვილელი
03 მაისი 2024 12:23
8
შოთა პაპა, აბა სწრაფად თუ მიპასუხებ: რამდენია სამჯერ ოთხი? )))))))) გაგიჭირდა ხო? ეგ არი შენი ბაგაჟი.)))))
გიგო (მეორე კლასელი)
03 მაისი 2024 12:14
11
არა, მაგას ითვლის, საზეპიროებიც იცის, ცოტა კრიტიკულ აზროვნებაში უჭირს, მაგრამ ჯერ მეორე კლასშია
....
03 მაისი 2024 12:59
4
ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო შოთაია.ფაქტია რომ ღრუსებისკენ უფრო მიგვაქანებთ ვიდრე სხვაგან ამას ვინ ვერ ხედავს?
ვახო
03 მაისი 2024 12:12
4
"ღრუსებისაკენ არ მივექანებით,ვახო.იქით გზა არ გვაქვს,მაგრამ როცა ევროპის დღევანდელი მმართველი ძალები გეუბნებიან,ჩაიხადე და ისე წამოდიო,კი უნდა შეანელო სიჩქარე,ასე არ არის?დამოუკიდებელი საქართველოს პირველ რესპუბლიკას სომხეთთან სამხედრო კონფლიქტი რომ ჰქონდა,სწორედ ინგლისელებმა შეაჩერეს ქართული ჯარი და ალავერდი,ახტალა ლორეს დაბრუნების საშუალება აღარ მოგვცეს და ეს ტერიტორიები,დღეს სომხეთის კუთვნილებაა.ასე რომ ნურავინ იფიქრებს,დასავლეთს,აქ არავითარი ინტერესი არა აქვსო.ჩინეთიდან და ვიეტნამიდან მოყოლებული,ევრაზიის ქვეყანა არ იქნება,სადაც მათ იარაღს ხმა არ ამოეღოს,მათი ინტერესების დასაცავად და არც ჩვენ ვართ გამონაკლისები.მაშინ,ჩვენი მოკავშირე,გერმანია იყო,დღეს გაერთიანებული ევროპა ცდილობს,თავისი პოლიტიკის იარაღად გვაქციოს და უსიტყვოდ რომ არ ვემორჩილებით,ამიტომ ცდილობს ეს ხელისუფლება,უფრო დამყოლი ხელისუფლებით ჩაანაცვლოს.საამისოდ,აქამდეც რამდენიმე ტაქტიკა სცადეს,მაგრამ ხალხს კარგად ახსოვდა იმათი საქმეები,ვის მოყვანასაც ისინი ცდილობდნენ.ამასობაში ის ბავშვებიც იზრდებიან,ვისაც მათი ბოროტმოქმედებები აღარ ახსოვთ და უკვე ის დრო მოდის,როცა იმ ანეგდოტისა არ იყოს,იპოლიტემ ქორწილში რომ გააკუა, ეს აღარ ახსოვთ.ამიტომ ჰყავთ ამდენი ახალგაზრდობა მიმხრობილი.არ იციან და იმიტომ.ამ მთავრობის ბრალი კი არა,დანაშაულია,ახალგაზრდობის სულიერ აღზრდაზე უარი რომ თქვა და ასოებს ჩაუგდო ხელში,მათი თავი.ახლა ამაზე პასუხისგების დროა,დაიმსახურეს,მაგრამ ამას ქვეყანაც თან მიჰყვება და ესაა ძალიან ცუდი.ამ მთავრობის უმოქმედობის ბრალი,ამ ბავშვების კისერზე გადადის და წინ რაც ელით,კიდევ უფრო ცუდი იქნება.ვის ხელშიც ჩააგდეს ეს ბავშვები,ახლა,ისინიც ისე იქცევიან და ისინი უფრო ცოდოები არიან,ამის გამო.
სოსო
03 მაისი 2024 12:46
23
შოთა, მამი, მიაყე რა ტროიკა და ნუ კიტრობ. შენ ისე ხარ კანონშემოქმედებასთან, როგორც ვირი კლარნეტთან და სალამურთან! მიგეხედა რა ხალიჩისთვის, არ ჯობდა? თუ მანდ მეტი ფული იშოვება? კარგია ბიუჯეტის ხვრა? თითოეულ თეთრს შხამად ამოგადენენ ყველას ეს ახალგაზრდები, დაიმახსოვრე!!! გინდა ჩემი რჩევა? გაასწარი სანამ კიდევ დრო გაქვს!!!! სხვის ადგილას დევხარ, წლებია უკვე, აქამდეც უნდა მიმხვდარიყავი!
ბუდუ ზივზივაძე
03 მაისი 2024 12:10
8
ერთი შენ ხარ ვაჟკაცი და პატრიოტი და მერე ეგ ვინც შენ ჩამოთვალე. ისე მარეკ იანკულოვსკი ან ჯუზეპე პანკარო გაგიგონია? ერთი ჩეხია და მეორე იტალიელი, გინახავს სადმე რომელიმე ან მერად, ან რაიმე თანამდებობაზე? აი მაგათი შემცვლელი იყო კალაძე მილანში, ძირითადში ის ხალხი თამაშობდა. ასე რომ ეგ თქვენი კოლაბორაციონოსტი კალაძე ტრ...ში გაირჭე და ისე ირბინეთ შუაგულ ჭორვილაში. პატრიოტ და ვაჟკაც ხალხს ნახავთ ძალიან მალე. სენი წილიმე. ისე შოთაზე რას იტყვი
ხაბაროვს
03 მაისი 2024 12:09
8
ძია შოთა! ვინ არი პატრიოტი ?!! კალაძე კობიაშვილი ყაველაშვილიი?!! ხალზი რომელმაც მაკედონიასთან ხალხს ზეიმის უფლება წაართვეს?!!! როცა შეეძლოთ უფრო მეტი გაეკეთებინათ იმ დღეს ხალხისთვის!!! თავიანთ შვილებთსნ ერთად რო დასკუპდნენ სტადიონზე მაგათ არ ედებოდათ “კორონა”?!!! მოკლედ პატრიოტები არ არიან. ვინ ხალხი ერკვევა პოლიტიკაში?!!! კალაძე კობიაშვილი ყაველაშვილი (სანიკიძე, ის რაგბისტი (გვარი არც კი მახსოვს) ეს ხალხი ერკვევა პოლიტიკაშიი??? 2X2 რო გუშინ წინ ისწავლეს რამდენიააა??? უნივერსიტეტში ერთი საათიც რომ არ გაუტარებიათ!ნუ თქვენც ხომ სპორცმენი ბრძანდებოდით პრინციბში! ცნობილი სახე არ ნიშნავს პოლიტიკოსობას!!!!!!!! სულ მიკვირდა “კობი” ფედერაციია პრეზიდენტი,გლდანის მაჟორიტარი, იქ კიდე სადღაც პოსტი ქონდა და კიდე უეფაში რაღაც თანამდებობაზე, (ვფიცავარ ღმერთს არ მშურს) უბრალოდ ერთ ადამიანს თუ ამდენი შეუძლია და ამდენის კეთების რესურსი აქვს საღოლ “ძმაო”… ცოტა მეტი უთამაშია “კალლიასოო” რომ წერთ ბატონო შოთა, კალაძის სანაკრებო კარიერას მირჩევნია ბუდუს აი ის წაქცწულზე თავით ნაბრძოლი ბურთი მთელი გული და სული რო დევს!!! ასე რომ პური გამოაცხოს პურის მცხობელმა ბატონო შოთა!!! არ ხართ თქვენ პოლიტიკოსები!!!!!( მკიდია ნაციც,ქოციც, და ვინც მოვა ისაც !!!) მე იმ კაცის დედა მოვ… ვინც პირველად რუსი აქო!
Fuck russia
03 მაისი 2024 12:03
7
ის რაგბისტი. 1000% ხარ . იწვალე , ოფლი ღვარე, ბეცრ წარუმატებლობას შეეჯახე და გადალახე და ბოლო ბოლოო დიდი გამარჯვებას მიაღწიე!უმთავრესი გამარჯვება შენი ხალხის და შენი ერის სიყვარული და დამოკიდებულება მგონია შენს მიმართ! ფულიც ხო იშოვე შე კაი კაცო იმდენი რო შენც გეყოს შენს შვულებსაც და პატარაა ხელის განძრევით შვილიშვილებსაც დაუტოვებ 2კაპიკს. და განაა შენი ღირსეული სახელის და გვარის დატოვება არ გირჩევნია შთამომავლისთვის ვიდრე თავის იქ შეყოფაა სადაც არ უნდა შეყოო??(პოლიტიკას ვგულისხმობ) მარააა ადაამიანიაა დაყკმაყოფილებელი ამბიციების მქონეე პატარა “გოჭი”
Fuck russia
03 მაისი 2024 14:36
1
ფოკუზი იყო მაკედონიასთან თამაში! აქ მეტის დაწერა არ შეიძლება...
....
03 მაისი 2024 13:08
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული