"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

AutoSharing Option
საქართველოს პარლამენტის წევრი და ყოფილი ძიუდოისტი შოთა ხაბარელი სოციალურ ქსელში ბუდუ ზივზივაძის განცხადებას გამოეხმაურა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გუშინ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

"ბუდუ, შვილო, როგორც ფეხბურთელს, მაგალითად, კახა კალაძეს ცოტა მეტი უთამაშია, შედეგებისთვის მიუღწევია, მერე ამ ქვეყნის გათავისუფლებისთვის უბრძოლია სისხლიანი ჯალათებისგან და სამწუხაროდ, ახლაც ამ ბრძოლის გაგრძელება უწევს. გაცილებით მეტი, მით უმეტეს, პოლიტიკაშიც უნახავს და ზუსტად ვიცით ყველამ, რომ საკუთარი ქვეყნის არც გარუსებას დაუჭერს როდესმე მხარს და არც რომელიმე ქვეყნის ვასალობას. მეც რაღაც
გამიკეთებია ქართული სპორტისთვის, საქმისთვის, პოლიტიკისთვის, მაგრამ ამაზე არ გავაგრძელებ, უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი…

ამიტომ, მოგმართავ, როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და მიმდინარე მოვლენებში. პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები. 

ან კანონი წაიკითხე და გვითხარი, რა არ მოგწონს იქ, ან ისეთ არხებს უყურე, სადაც ნახავ, როგორ ესხმიან თავს პოლიციელებს, დედას აგინებენ, სახეში აფურთხებენ, ქვებს და აგურებს ესვრიან თავში და ცალმხრივად აღარ ილაპარაკებ. ევროპას რაც შეეხება, მაგისთვის ყველაფერი კეთდება და თუკი რამე ნაბიჯი გადაიდგა ევროპისკენ, ჩვენმა გუნდმა გადადგა ყველა და არა ამ აქციების ორგანიზატორებმა, ოღონდ ისე კი არა, მონებად რომ შევიდეთ, წევრებად რომ მიგვიღონ, ამას ვცდილობთ და იქნებ გაარჩიო ეს ყველაფერი ერთმანეთისგან. არ მგონია, შენ გინდოდეს ლომჯარიას დეკლარაციისთვის ეროვნულ და ამავდროულად, ევროპულ არჩევანს საფრთხე დაემუქროს. ამიტომ, სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო-ბოლო და აგიხსნიან, სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა…", - წერს ხაბარელი.

alt"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

მკითხველის კომენტარები / 255 /
ბუდუზე ვგიჟდუუუ!!!
titopapa
03 მაისი 2024 11:56
4
ქართველი ხალხის ინტერესების გამომხატველი არც ნაცია და არც ქოცი. ერთიც ნაბიჭვარია და მეორეც. როცა ნაც და ქოც ხროვა საქმეს ვერ წყვეტს და ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიაქანებენ, მაშინ საკითხი რეფერენდუმით უნდა გადაწყდეს, რომლის მოწყობა ოქტომბრის არჩევნების დროს შეიძლება. გაიგეთ უგნურთა ხროვავ? ეს საკითხი და ის თუ საით წავალთ ქართველი ხალხის საქმეა და არა მედროვე პოლიტიკოსების და ვითომ გაქართველებული სომხების.
ჟორა
03 მაისი 2024 11:52
6
რეფერენდუმის იდეა მომეწონა, მაგრამ არა მგონია რომელიმე მხარეს ეს აწყობდეს.
ბატონო ჟორა არ მოგიწონეთ ორი მიზეზის გამო არც რომელიმე მხარის ხროვად მოხსენიება სძენს კარგ ელფერს აზრის გამომთქმელს და არც რომელიმე ეროვნების ცუდად შეხება.
ბატონო ლაშა
ოპოზიციას მაინც რომ უნდოდეს რეფერენდუმზე ამ საკითხის გატანა იურისტები ბევრი ყავთ და წარადგენდნენ წინადადებას სწორი ფორმით. სამწუხაროდ არ ვიცი მაგ წესები კარგად და ზუსტა პასუხს ვერ გაგცემთ. ვიცი რომ ხელმოწერების საჭირო რაოდენობის შემთხვევაში შესაძლებელია ხალხის მიერ რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვანა. მაგაზე სჯობს იურისტებმა ილაპარაკონ.

რაც შეეხება თვითონ კანონს, ბევრისაგან განსხვავებით წაკითხული მაქვს და მხოლოდ ერთ რამეს დავწერ.
არც ისე იდეალურადაა იქ დაწერილი როგორც ერთი მხარე ყვება და არც ისე შავ ფერებშია ყველაფერი როგორც მეორე მხარე აჩვენებს. ჩვენს პოლიტიკოსებს უბრალოდ ერთად მუსაობა არაფერზე არ შეუძლიათ, თორემ კარგი გადაკეთების შემთხვევაში მივიღებდით ქვეყნისათვის მართლაც სასარგებლო კანონს. თუმცა ეს რომ შეეძლოთ ეს სიტუაციაც არ გვექნებოდა.
მე ვთვლი რომ უბრალოდ ჩვენს ქვეყანაში არც ერთი პარტიის ხელმაძღვანელობის შემთხვევაში არ შეიძლება კარგად გააზრებული შესწორებების გარეშე მასეთი კანონის მიღება.
თუ მართლა მხოლოდ გამჭვირვალობაა მთავარი მიზანი, რატომაა აქვს ყველა მთავრობას ვინც არი, ვინც ყოფილა (სავარაუდოდ ვინც იქნება იმასაც) მიჩუმათებული ლუსტრაციის საკითხი??

ჩვენი პრობლემა ყოველთვის ის არის, რომ არჩევანი ფაქტიურად არა გვაქვს. ხომ არის გამონათქვამი ცუდსა და უარეს შორის უნდა ავირჩიოთო.
ჩვენ ყოველ ჯერზე ორ ერთმანეთზე უარესს შორის ვირჩევთ. მიუხედავად ცალკეული პატარა გამონათებებისა ყველა დანარჩენი პარტია ამინდის შემქმნელი, მაინ არ არის.

ეგებ პოლიტიკოსები ახლა მაინც დაჯდნენ ერთად და სცადონ ეგებ ერთმანეთის ლანძღვა გინების გარეშე მოახერხონ ერთმანეთთან მორიგება, სანამ ეს ქვეყანა კიდევ ერთხელ დაუყენებიათ სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე. თუ ასე მალე დავივიწყეთ 90-ანებში როგორ ოსტატურად დაგვაპირისპირეს ერთმანეთს და ქვეყანა ათეული წლებით დავწიეთ უკან.

ბოდიში ყველასთან, რომ ჩემი აზრებით შეგაწუხეთ.
ქუთაისელი
03 მაისი 2024 12:46
1
პროფესორო, არჩევნებზე რეფერენდუმის ჩატარება ხელისუფლების პრეროგატივაა და თუ უარს აცხადებს ხელისუფლება, დაგვარიგე აბა როგორ ჩავატარებინოთ, როგორ ვიქცევით მაგ შემთხვევაში
ხვიჩა
03 მაისი 2024 12:02
6
ივანიშვილის ქველმოქმედების სქემა აგებულია ბიუჯეტიდან მოპარულ ფულზე.ყველა მნიშვნელოვანი ფირმა დაფიქსირებული აქვს ოფშორებში რათა საქართველოს ბიუჯეტში გადასახადები არ გადაიხადოს.მოტეხილი თანხიდან მცირე ნაწილს "ქველმოქმედებაში" ხარჯავს.ახლა როცა დასანქცირების საფრთხე შეექმნა მიაღებინა კანონი რომ ოფშორებიდან გადმორიცხულ ფულზე 18% არ გადაიხადოს.მოკლედ მაგარი გაიძვერაა.
mani
03 მაისი 2024 11:52
3
ძიუდოისტები ან დამრბევი ზონდერები ხდებიან და ან მთავრობის ხაზით მოდიან პოლიტიკაში. ყველა მთავრობის დროს ასე იყო,ყველა მთავრობას ჭირდება კუნთმაგარი დამრტყმელი.
არც ქოცი არც ნაცი
03 მაისი 2024 11:52
7
ეს კაცი ქართველი ახალგაზრდების ფურთხადაც არ ღირს
იდნხ
03 მაისი 2024 11:50
11
წადი შე სამარცხვინო. წასულია თქვენი დრო კუბო მოგიჩანთ უკნიდან
ემი
03 მაისი 2024 11:48
6
ღირსებით ევროპისკენ!
საქართველო
03 მაისი 2024 11:45
6
ჩემსას არ ვაბარებ.
ხაბარელის ღირსება, კალაძის კაცობა და ყაველაშვილის ქართველობა ვნახე ნაგვის ურნასთან და თუ ვინმე იბარებს, მეთქი ფულს გავაკეთებთქო.
ძიგარი კანო
03 მაისი 2024 12:19
2
რაც არ გაგაჩნია, რას აბარებ?
ძიგარი კანოს
03 მაისი 2024 12:05
8
ყველა გამოხმაურება
მართალია ეს კაცი, კაი რჩევა მისცა
ზურა
03 მაისი 2024 11:41
33
დეგენერატებო გზას რო კეტავთ, ვინ ჩემი ფეხები ხართ? ავტორიტეტი თქვენ არ გაქვთ, დამსახურება თქვენ არ გაქვთ, გარდა იმისა, რო აყროლებთ თბილისს და ქვეყანას! ნახირს სხვებს ეძახით და ნახირებზე უარესები არ გამოდიხართ, რო ეტაკებით ნაგვის ურნებს? ნახირი მეტს კი არაფერს აკეთებს?
ზურა გასიევის, პატარა შარვალ ჩახდილებს!
03 მაისი 2024 11:39
32
ზურა გასიევს ჯობია იმაზე გელაპარაკა რა დღეში ჩააგდეს 29-ში თბილისი შენმა მეგობრებმა, უინტელექტო ჩმორებმა! შენ კი გეტყობა რომ დავალებას ასრულებ და ანგარიში გაქვს ჩასაბარებელი აღდგომამდე!
Gio
03 მაისი 2024 11:55
7
მოვუწოდებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს, მართლაც ნუ წამოეგებით ნაცების პროვოკაციებს და თეთრის და შავის გარჩევა ისწავლეთ. ევროპირველობაზე გასვლა იმის უფლებას არ გაძლევთ მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონებს ჭკუა ასწავლოთ და ის კანონი დაიცათ, რომელიც არც წაგიკითხავთ და არც წაკითხვას აპირებთ. თქვენ თქვენი პოზიციის დაფიქსირებით იცავთ ლომჯარიების მილიონიან ხელფასებს და ათობით მილიონიან ატკატებს, რომელსაც ჩვენი არასამთავროები აბრუნებენ უკან იმ ასობით მილიონიდან, რომელსაც ევროპა ამერიკა უგზავნით მათ. სწორეთ ამ ატკატებს იცავს ნაცხროვა და ევროპა-ამერიკის სამთავრობო ელიტა. 2008 წლის ომის შემდეგ დასავლეთი და ამერიკა 4,5 მილიარდით დაგვეხმარა. აშენდა 10 ათასი სახლი დევნილებისთვის და შეიტანეს ავეჯი, რაც სულ დიდი ნახევარი მილიარდი დაჯდა. იცით სად წავიდა დანარჩენი 4 მილიარდი? ჰოდა ამ მილიარდების ატკატებისთვის მებრძოლ ბრმა იარაღად გამოდიხართ დღეს თქვენ და არა საქართველოს ევროინტეგრაციის მომხრედ. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ: ჭირს მოუსპია ევროპაც, ამერიკაც და რუსეთიც გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს.
ჟორა გაბრიჭიძე
03 მაისი 2024 11:39
30

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული