"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

AutoSharing Option
საქართველოს პარლამენტის წევრი და ყოფილი ძიუდოისტი შოთა ხაბარელი სოციალურ ქსელში ბუდუ ზივზივაძის განცხადებას გამოეხმაურა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გუშინ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

"ბუდუ, შვილო, როგორც ფეხბურთელს, მაგალითად, კახა კალაძეს ცოტა მეტი უთამაშია, შედეგებისთვის მიუღწევია, მერე ამ ქვეყნის გათავისუფლებისთვის უბრძოლია სისხლიანი ჯალათებისგან და სამწუხაროდ, ახლაც ამ ბრძოლის გაგრძელება უწევს. გაცილებით მეტი, მით უმეტეს, პოლიტიკაშიც უნახავს და ზუსტად ვიცით ყველამ, რომ საკუთარი ქვეყნის არც გარუსებას დაუჭერს როდესმე მხარს და არც რომელიმე ქვეყნის ვასალობას. მეც რაღაც
გამიკეთებია ქართული სპორტისთვის, საქმისთვის, პოლიტიკისთვის, მაგრამ ამაზე არ გავაგრძელებ, უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი…

ამიტომ, მოგმართავ, როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და მიმდინარე მოვლენებში. პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები. 

ან კანონი წაიკითხე და გვითხარი, რა არ მოგწონს იქ, ან ისეთ არხებს უყურე, სადაც ნახავ, როგორ ესხმიან თავს პოლიციელებს, დედას აგინებენ, სახეში აფურთხებენ, ქვებს და აგურებს ესვრიან თავში და ცალმხრივად აღარ ილაპარაკებ. ევროპას რაც შეეხება, მაგისთვის ყველაფერი კეთდება და თუკი რამე ნაბიჯი გადაიდგა ევროპისკენ, ჩვენმა გუნდმა გადადგა ყველა და არა ამ აქციების ორგანიზატორებმა, ოღონდ ისე კი არა, მონებად რომ შევიდეთ, წევრებად რომ მიგვიღონ, ამას ვცდილობთ და იქნებ გაარჩიო ეს ყველაფერი ერთმანეთისგან. არ მგონია, შენ გინდოდეს ლომჯარიას დეკლარაციისთვის ეროვნულ და ამავდროულად, ევროპულ არჩევანს საფრთხე დაემუქროს. ამიტომ, სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო-ბოლო და აგიხსნიან, სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა…", - წერს ხაბარელი.

alt"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

მკითხველის კომენტარები / 255 /
რა იციან ამათმა რა არის რუსული იმეორებენ თუთიყუშივით ვიღაცა პოლიტიკოსების ნათქვამს, ჯერ გერმანიიდან ღირსეულად დაბრუნდით 7-1 აღარ წააგოთ და მერე გაბედეთ ხმის ამოღება!!!!
ვაჟა
03 მაისი 2024 11:36
24
7-1 კარგი გაგახსენდა მეხოტბევ და იმ ორ ბურთზე რას იტყვი შენმა ღრუსების ჩმორმა ბატონმა რომ გაიტანა?
ვახო
03 მაისი 2024 12:15
2
ვინც ამ გნაცების მხარეს არიან, შეხედეთ და კარგად დააკვირდით მათ სახეებს, ყველა როგორ ერთმანეთს გვანან: უბოროტესი, ნევრატიკა სახეები და ამავდროულად ქცევები? მთლად უარესი! მერე რა უბედურებაა, ერთ ხმაში, რო იმეორებენ დაზეპირებულ სიტყვებს? "არა რუსეთს, არა რუსულ კანონს, არა ძალადობას, კი ევროპას და თავისუფლებას". ამის პასუხად: ასეთი თავისუფლება რაც დღესდღეობით გვაქვს საქართველოში, არა მგონია მიშას დროს ყოფილიყოს. მერე ყველგან არის ეს კანონი, მაგრამ ევროპამ და ამერიკან არაო "რუსულიაო" აქაურ მონებსაც მეტი რა უნდოდათ? იმწუთასვე დაუწვნენ და ოთხფეხზე დაუდგნენ შეძახილებით "არა რუსულ კანონს"! ამ დროს ყველაზე, ყველაზე ლიბერალური და მსუბუქი კანონია, მეტი რა გინდათ, თქვე შობელ ძაღლებო?! აქ უბრალოდ სხვა რამეშია საქმე, ამ ლაწირაკების ხელით უნდათ "მთავრობის შეცვლა" და ეს კანონი უბრალოდ მიზეზია! ნაცისტი ლიდერები კი ბუჩქებში არიან მიმალულები, თავის დაზღვევის მიზნით, ვაიდა რამე მოხდეს და ჩვენ არ დაგვბრალდესო! მთავრობის შეცვლას ვერ ეღისებით, რადგანაც ამას მთელი საქართველოს მოსახლეობის ნებაა საჭირო, რომელიც უბრალოდ არ გიჭერთ მხარ!, ეს ისე ცნობისათვის: დაბრმავებულო ნაცებო!
ასეა!
03 მაისი 2024 11:29
21
შენ გამძღარი და მშვიდი სახე გაქვს ჯიგარო?! ჰოდა, ქვეყნის დედა არ ვატირე?! შენნაირები და ბატონი ბიძინის ოჯახი იყოს კარგად და დანარჩენები ხმას რავა ამოვიღებთ?!
ციციკორე
03 მაისი 2024 12:43
3
რუსეთის ერ-ტე-ერის ყოფილ თანამშრომელ ყანდიაშვილს და ცე-კა-ს ყოფილ მდივან ფოფხაძეს ძლიერ აეწვათ მრავალნაცადი უკანალები და მთელი ტროლ-ბოტ-ბატალიონი ჩაკვეს ნათქვამთან დაკავშირებულ ბლოგზე გადაისროლეს და აამყრალეს იქაურობა. ახლა, სანამ აქეთ გადმონაგვდებიან და ხაბარელის იდიოტურ "მამაშვილურ დარიგებას" ოსანას უმღერებენ, რიგით მებატალიონეებს უნდა მივმართო - დროზე გაასწარით მაგ რუსკი ვაენნი კარაბლიდან, თორემ აუცილებლად არ აგცდებათ ის, რაც იმ კარაბლს დაეტაკა!
ელიასი
03 მაისი 2024 11:24
14
შოთა ხაბარელი,ოლიმპიური ჩემპიონია და ძიუდოის ერთერთი ილეთი,მის სახელსაც ატარებს.წლების განმავლობაში იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონი,სწორედ მისი ხელმძანელობით გახდა,ზურაბ ზვიადაური.ძიუდოში,მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად აღიარა ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ და მასზე ამბობ,იდიოტიაო,შე მართლა იდიოტო?!ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენა თუ არასწორი რამე თქვა?ასეთი ტვინ ნაღრძობი რომ ხარ და არაფრის გაგებაში არ ხარ,მიტომ იმეორებ ქვევრივით,ვიღაცის დავალებულ სიტყვებს.იმ ფინიას როლში გამოდიხარ,გზაზე მიმავალ ცხენს რომ გამოუხტება თავისი გააფთრებული წკავწკავით და ჰგონია,ცხენი ჩემი შიშით გარბისო,უკან მოუხედავად.
მუდამ ვცდილობ,არავის ვაკადრო,უკადრებელი,მაგრამ არის კატეგორია,რომლებსაც სხვანაირად უბრალოდ ვერაფერს გააგებინებ.ამიტომ მოგმართავ,შენი ენით.ეცი სხვებს პატივი და შენც პატივისცემით მოგექცევიან.თუ მაინც გააგრძელეს უპატივცემულობა,ესე იგი,ისინი არიან უზრდელები და ასეთებთან ლაპარაკს,აზრი არა აქვს.უზრდელი,უზრდელია.
თორნიკე,შოთა ხაბარელი სრულ სიმართლეს ამბობს და ჩემი ავი სიტყვების შემდეგ,რაც გითხარი,ესეც სიმართლეა.თუ ამაზე დაფიქრდები და გაითვალისწინებ,შენთვისაც კარგი იქნებადა შენ გარშემო მყოფებისთვისაც.აგრესიას,აგრესია მოჰყვება საპასუხოდ,კეთილ სიტყვას კი,კეთილი სიტყვა.
სოსო
03 მაისი 2024 12:15
15
კახა კალაძის, კობიაშვილის და ყაველაშვილის გარდა რო ფეხბურთელებს არ ცნობთ ქოცები.
და არ გინდა ეს მამაშვილური ტონი, ამ ბიჭებმა და იმ ახალგაზრდებმა თქვენზე (და განსაკუთრებით შენზე) ბევრად უკეთესად იციან მოქალაქეობა რას ნიშნავს.
მაშინ შენც წადი და იჭიდავე და გაიკეთე ყურებში საცობები და ჩაიგუბე პირში წყალი.
აი ამაზე ოცნებობთ ყველა ქოცი დამპალი და მატყუარა თქვენი პატრონის თამადობით.
როგორ გაგასაცოდავათ ყველანი და ორი წიგნი თავის დროზე რო წაგეკითხათ მაგას მაინც მიხვდებოდით რო გალპობთ, გსვრით, გყიდულობთ და გაშტერებთ ეგ კაცი.
დაუჯერეთ ამ ახალგაზრდებს და ნამდვილ მეგობრებს სანამ დროა.
თქვენ რო გიყვართ თქმა - გონს მოეგეთ....
ამ ტალღას ვეღარ გააჩერებთ იმიტომ რომ ამის უკან სიყვარული დგას და არა ფული რომელიც საფიცარად გაგიხადათ იმ ბოროტების და გარუსების სიმბოლომ.
ID
03 მაისი 2024 11:20
12
რა გგონით ბატონო შოთა, მინიჭებული ორდენებით და შეპირებული 30 მილიონით საკუთარ ღირსებაზე და თავმოყვარეობაზე ხელს ააღებინებდით ჩვენ საამაყო გმირებს, ან რატომ არ უნდა დააფიქსირონ საკუთარი აზრი სპორტსმენებმა ისინიც მოქალაქეები არიან, მათაც ყავთ შვილები, მაგრამ თქვენი პოლიტიკით ზომბებად გინდათ აქციოთ ყველა და ყველაფერი, თქვენი მოწინააღმდეგე ნაცია ან ქვეყნის მოღალატე, ყოფილ ნაცს კალძეს პატრიოტს რომ ეძახით და ყაველაშვილს კაცს ამაშიც ითხოვთ რომ დაგეთანხმოთ ყველა, თუ გაქვთ წარმოდგენილი როგორი ზეიმი ჩაუშხამეთ ხალხს და პირველ რიგში ამ ფეხბურთელებს რომლებმაც მართლაც გმირობის ტოლფასი საქციელი ჩაიდინეს... დაფიქრდით რას აკეთებთ ამ უაზრო კანონის მოტრიალებით,ყველაფერი ფულით და ორდენებით არ იზომება.
Data
03 მაისი 2024 11:19
10
თქვენ რასაც მიაღწიეთ სპორტში დამსახურებული პატივი და პატივისცემაც საკმაოდ გაქვთ მიღებული და ღმერთმა შეგარგოთ, მაგრამ პოლიტიკაში რო მიძვრებით გააფთრებით რომ იქ დიდი ფულია( არა ბიჭო სულ კანონებზე მუშაობით ასწორებთ დღე და ღამეს), ეგ ბინძური ფული გავალდებულებს მერე ათას სიბინძურეზე წასვლას და კარგად დაიმახსოვრე შენი ოლიმპიური მედალი ინდულგენცია არ არის! გულზე ხელი დაიდე(თუ გაქვს კიდევ) და თქვი ხომ წარმოდგენაც არ გაქვს რა საჭიროა და რისთვის შემოაბრუნეთ ეს უაზრობა კანონი უკან, თქვენთვის ხომ უბრალოდ აუტკივარი თავის ატკივებაა და მეტი არაფერი. თან თურმე სპორტსმენებს განცხადების გაკეთების უფლება არ აქვთ თუ თქვენს საწინააღმდეგოთ არის გაკეთებული! ("აგერ გამოჩნდნენ ჩვენი კუნთმაგარი და გონებაჩლუნგი სპორტსმენები".. ეს ეროსი მანჯგალაძის სიტყვებია ჩემი არ გეგონოს)
rigiti
03 მაისი 2024 11:15
8
ყველა გაკეთებული საქმე თუ სიკეთე აზრს კარგავს როცა საქმე ეხება გარუსებას. ღირსებით ევროპისკენ იგივეა რაც ღირსებით რუსეთისკენ! არის დრო როცა უნდა გაკეთდეს არჩევანი ან რუსეთი ან ევროპა სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ვიღაცა იტყვის არცერთი არ გვინდაო მაგრამ ეგეც რუსული ტაქტიკის ნაწილია, შეუძლებელია ყველასგან იზოლირებულმა იარსებო როცა ფაქტობრივად ეკონომიკა არ აქვს ქვეყანას. იყო ჩაკეტილი და იზოლირებული ნიშნავს თვითგანადგურების რეჟიმში გადასვლას!
ზურიკო
03 მაისი 2024 11:00
16
თქვენი პრობლემა იმაშია,რომ ტოლობას სვამთ ამ კანონსა და რუსეთუმეობას შორის

ეს "სიმღერა" საქართველომ უკვე გაიარა 90-იან წლებში.
ეხლა ხდება მანიპულირება ჩვენს პატრიოტულ გრძნობებზე,მშვიდად და ყურადღებით დააკვირდით როგორ ვითარდება მოვლენები. ნახეთ ვინ აგორებს და მართავს პროტესტს,მიტინგებს(ოღონდ არ მითხრათ რომ ხალახი,აზროვნება ჩართეთ)

საქართველო პატარაა,მაგრამ მაინც მსოფლიოს ნაწილია,თან მნიშვნელოვანი
მარტვილელი
03 მაისი 2024 10:56
25
ვერ დაგეთანხმები აზრთა სვლაში. მიუხედავად იმისა, რომ სრულად საპირისპიროს თქმა გინდა, შენივე ლოგიკით ამ პროტესტს მართავს ოცნება და კობახიძე, რადგან იცოდნენ რაც მოყვებოდა ამ კანონს. ღადგან იცოდნენ და მაინც გააკეთეს, ე.ი. უნდოდათ ეს პროტესტი. ესაა შენო ლოღიკა.

კი, ახალგაზრდებს, შეიძლება ბევრი გამოცდილება არ აქვთ, არ უნახავთ, არ იციან, მაგრამ ხანში შესულებისგან განსხვავებით, ცხოვრება წინ აქვთ და აშკარაა, რომ ცხოვრება ევროპაში უნდათ. მათი გადმოსახედიდან იბრძვვიან თავისი უკეთესი მომავლისკენ და საფრთხე დაინახეს ოცნების ამ კანონში. ძალიან მარტივი იმპულსია ადამინის: საფრთხე და შემდეგ რეაქცია საფრთხეზე. საფრთხე კი ამ შეიმთხვევაში ვინც შექმნა, კარგად მოგეხსენებათ. ჩატეხილი ხიდი შენსავე სისხლთან და ხორცთან, მომავალ თაობასთან არის უპერსპექტივო გრძელ პერიოდში.

ვერავინ გაიმარჯვებს თავის მომავალზე. ცხოვრება ასეთია. შეიძლება გაიმარჯვო 9 წელი, 12 წელი, 70 წელი... მაგრამ გაიხსენე "მონანიება". საბოლოოდ ამოგთხრის და გადაგაგდებს სანაგვეზე.
მარტვილელი
03 მაისი 2024 11:27
2
ძაან საყვარლები ხართ ეს ქოცები და ტროლები, სახელებს რომ იცვლით და მესიჯს რომ ერთიდაიგივეს ატრიალებთ, ვინ აგორებსო და ვინ მართავს პროტესტს, ნაცები ხო? და სულ ნაცები არიან ხო მანდ?
სიმართლე
03 მაისი 2024 11:21
7
კალაძე და ყაველაშვილი= სერგო ორჯონიკიძეს და ფილიპე მახარაძეს.. ასეა ეს!!!
ბათუმი
03 მაისი 2024 10:53
19
ხედავთ, კალაძის პანიკა როგორ უცებ გადმოგედოთ საქოცეთს?? ჯერ სად ხართ!!! :))))
....
03 მაისი 2024 13:19
1
ორჯონიკიძეები და ფაშისტები, შენს ფეკალია ნაცებში მოიკითხე, რო ყარხართ და აყროლებთ საქართველოს!
ნაცხ ბათუმელს
03 მაისი 2024 11:32
9
ბატონი შოთა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქართული ანდაზა - ჭკუა ხანში კი არა თავშიაო ჭეშმარიტებას ღაღადებს.
ძიგარი კანო
03 მაისი 2024 10:50
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული