"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

AutoSharing Option
საქართველოს პარლამენტის წევრი და ყოფილი ძიუდოისტი შოთა ხაბარელი სოციალურ ქსელში ბუდუ ზივზივაძის განცხადებას გამოეხმაურა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გუშინ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

"ბუდუ, შვილო, როგორც ფეხბურთელს, მაგალითად, კახა კალაძეს ცოტა მეტი უთამაშია, შედეგებისთვის მიუღწევია, მერე ამ ქვეყნის გათავისუფლებისთვის უბრძოლია სისხლიანი ჯალათებისგან და სამწუხაროდ, ახლაც ამ ბრძოლის გაგრძელება უწევს. გაცილებით მეტი, მით უმეტეს, პოლიტიკაშიც უნახავს და ზუსტად ვიცით ყველამ, რომ საკუთარი ქვეყნის არც გარუსებას დაუჭერს როდესმე მხარს და არც რომელიმე ქვეყნის ვასალობას. მეც რაღაც
გამიკეთებია ქართული სპორტისთვის, საქმისთვის, პოლიტიკისთვის, მაგრამ ამაზე არ გავაგრძელებ, უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი…

ამიტომ, მოგმართავ, როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და მიმდინარე მოვლენებში. პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები. 

ან კანონი წაიკითხე და გვითხარი, რა არ მოგწონს იქ, ან ისეთ არხებს უყურე, სადაც ნახავ, როგორ ესხმიან თავს პოლიციელებს, დედას აგინებენ, სახეში აფურთხებენ, ქვებს და აგურებს ესვრიან თავში და ცალმხრივად აღარ ილაპარაკებ. ევროპას რაც შეეხება, მაგისთვის ყველაფერი კეთდება და თუკი რამე ნაბიჯი გადაიდგა ევროპისკენ, ჩვენმა გუნდმა გადადგა ყველა და არა ამ აქციების ორგანიზატორებმა, ოღონდ ისე კი არა, მონებად რომ შევიდეთ, წევრებად რომ მიგვიღონ, ამას ვცდილობთ და იქნებ გაარჩიო ეს ყველაფერი ერთმანეთისგან. არ მგონია, შენ გინდოდეს ლომჯარიას დეკლარაციისთვის ეროვნულ და ამავდროულად, ევროპულ არჩევანს საფრთხე დაემუქროს. ამიტომ, სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო-ბოლო და აგიხსნიან, სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა…", - წერს ხაბარელი.

alt"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

მკითხველის კომენტარები / 255 /
ბატონო შოთა "რაღაცა" და უფრო მეტიც რომ გაგიკეთებიათ, ბევრი სიხარული რომ მოგინიჭებიათ და დღეს რომ ფულზე გაიყიდეთ სწორედ ეგაა გულდასაწყვეტი. კალაძემ და ყაველაშვილმა რომ იცის ევროპის ღირებულებები და ქართველი ხალხისთვის მარტო რუსეთი და მონოემეტებაა სწორედ ეგაა დასაძრახი. ჩვენზე პატარა ევროპულ ქვეყნებში ვყოფილვარ (ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ლუქსემბურგი, სლოვაკეთი), არავისთვის წაურთმევიათ იდენტობა, ყველა ამაყად ევროპელობს იქ. რაღა საქართველოს ართმევენ. 13 წელია გერმანიაში ვცხოვრობ, არავინ მოსულა ჩემთან და სქესის, მრწამსის, იდენტობის შეცვლა თუ ნარკოდამოკიდებულად გახდომა მოუთხოვია. თქვენისთანა ხალხს გაქვთ გეკისრებათ პასუხისმგებლობა, რომ ქვეუანას ვკარგავთ. თქვენისთანა კოსტუმებში გამოწყობილმა და სტტატეგიული პოლიტიკური ხედვის არ მქონე "ინწილიგენციამ" იზეიმა 21ში საქარყველოს გასაბჭოება! წინ ბუდი, ეა პოლიტიკური გვამები მოაშორეთ სპორტს და პოლიტიკასაც!
თორნიკე
03 მაისი 2024 10:42
19
გელა შუკვანი რომ გახსოვს ქოცო, 3 წლის წინანდელზე სკლეროზი დაგემართა? დათუნაშვილის წინააღმდეგ გაერთიანებული ქოც-სისტემა აღარ გახსოვს? მისი გასისხლიანებული სახე არ გტკივა?!
ციციკორე
03 მაისი 2024 12:48
1
შოთა ხაბარელი,ძიუდოში მსოფლიოში,წლის საუკეთესო მწვრთნელად გამოაცხადეს და ნაცებმა,იმ დღეებში გამოაგდეს ნაკრებიდან,დაბალი კომპეტენციის ბრალდებით.გიორგი ასანიძე,პარლამენტარიც იყო,ნაცების მხრიდან,მაგრამ დღემდე საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია.გელა შუკვანი,ოლიმპიადის მსვლელობისას,ფანჯრიდან გადახტომით გაექცა,მის დასასჯელად მისულ ნაცებს,განსხვავებული შეხედულებების გამო,ცემას რომ უპირებდნენგიორგი ქოჩორაშვილის მამა,ყველამ იცის,რომ მამალი ნაცია და ალბათ თვითონ გიორგიც არ იქნება მათგან შორს,მაგრამ ამის გამო,მისი ნაკრებში ყოფნა არ ყოფნის საკითხი,არავის დაუსვავს.ეს ნაცებს აქვთ გამოცხადებული,რომ ვინც მათთან არ არის,მათი მტერია,თორემ დღესაც უამრავი ნაცი მუშაობს თანამდებობებზე და მათ არავინ აგდებს,იმ დროს როცა,მათ დროს,განსხვავებული აზრის ადამიანს,დამლაგებლადაც არავინ იღებდა.სხვათა შორის,ლოზუნგი "ვინც ჩვენთან არ არის,ჩვენი მტერია",ამათ არ მოუფიქრებიათ,ის გერმანელი ფაშისტების ლოზუნგი იყო და უამრავი ადამიანიც გაუყენეს მოუსავლეთის გზას.ისინიც ნაცები იყვნენ და ესენიც ნაცებიარიან.ასე რომ,მისამართი შეგეშალა,სხვა მხარეს უნდა გაიხედო.არ იფიქრო,ოცნების მოთაყვანეაო,ეს.ესენიც ძალიან ბევრს აშავებენ,მაგრამ ყველაფერი შედარებითაა.ასის გამფუჭებელი,ერთის გამფუჭებელს ვერ უნდა არცხვენდეს.არ უნდა ჰქონდეს ამისი უფლება.როცა ვიღაცის მოშორება გინდა,იმაზეც უნდა იფიქრო,მის ადგილს ვინ დაიკავებს და ის რას იზავს.როცა იცი,ის რას აკეთებდა,რომ ახლანდელზე გაცილებით უარესი იყო,მაგრამ მათ უცხოეთი უჭერს მხარს,იმაზეც იფიქრე,რომ ის უცხოეთი,მაშინაც იქ იყო,მაგრამ საქართველოში საშინელებები ხდებოდა და ხმას არ იღებდნენ.შენ მოგიწევს,აქ ცხოვრება,ისინი კი,თავის ქვეყანაში დარჩებიან.შენ კისერზეც გადაივლის რეპრესიების ტალღა,აქ რომ დაიწყება და როცა იქნება,შენამდეც მოაღწევს,რადგან ასეთი რეჟიმები,მუდმივად მოითხოვენ საკვებს,ახალ ახალი მსხვერპლის სახით.მეტი არაა ჩვენი მტერი,ამაზეც დაფიქრდე,მაგრამ როცა წაკითხული გექნება და რასაც აქ ვამბობ,ამის განხორციელებასაც შეესწრები,ცოტათი მაინც ადრე მიხვდები,რომ ეს ის არის,რაზეც გაფრთხილებდნენ,თუმცა საშველი კიდევ იქნება რამე?ძალიან მეეჭვება.ნაცებმა პრემიერ მინისტრი ზურაბ ჟვანია მოკლეს,მანამდე მუდამ მათი დამხმარე,მაგრამ მერე იძულებით ოპოზიციაში გადასული და პრეზიდენტობის კანდიდატი,მილიარდერი ბადრი პატარკაციშვილიც გაანადგურეს,მისი ქონება კი,გაწეწეს,მერე კი,თითქმის ექვთიმე თაყაიშვილის მასშტაბის საქართველოში ეროვნული საგანძურის დამბრუნებელი,ბრწყინვალე მეცნიერი,გურამ შარაძეც თბილისის ცენტრში,საჯაროდ დახვრიტეს და ერთი საათი,ასე უპატრონოდ დააგდეს,მზეზე.ყოველი მათგანი დაუპირისპირდა,სააკაშვილის მმართველობას და დაუნდობლად იქნა,მოკლული.როცა ვიღაცის გვერდით დგები,უნდა იცოდე,ის ვინ არის და როცა უკვე იცი,თუ მაინც მის მხარეს რჩები,მაშინ ,მერე აღარავის დააბრალო,მომატყუესო.
სოსო
03 მაისი 2024 11:43
8
ყველა გამოხმაურება
კალაძე მილანის ისტორიაში წერია უკვე გინდა თუ არ გინდა...და პირველმა გააცნო საქართველო დადებითი კუთხით იტალიას.
...
03 მაისი 2024 10:42
33
მონები რო არ ყოფილიყვნენ, ასეთ ბედნიერ და ერთიან ერს არ შემოუგდებდნენ წარმოუდგენელი ზეიმის დროს ასეთ შუაზე გასახლეჩ თემას... მაგრამ არჩევნების გაყალბება და თანამდებობები და კორუფსიული ბინძური ფული უფრო ძვირფასია ვიდრე ხალხის ბედნიერება და ევროპული ფასეულობები... ღირსებით შესვლა არა მთხლე... ჯობია თქვენ უყუროთ სხვა არხებს, თუნდაც არხებს არა და პირდაპირ ევროპარლამენტარებს, ვინც მოგვცა ეს კანდიდატის სტატუსი, რომლებმაც პირდაპირ თქვეს რომ ამ ხალხის დამსახურებაა ვინც აქციაზე დგას და იცავს საქართველოს ევროპულ მომავალს და არა ბინძური პოლიტიკოსების... მარტო გამყოდველ იმედს და პედოფილ შალვა რამიშვილს რო უყირებთ... გაახილეთ თვალები
რა მაფიაა?
03 მაისი 2024 10:40
14
კალაძეს ნაღდად არ წერია არსად....თავი გაიბანძა რაც შეეძლო მარტო მაგის ფულის მეგობრები იტყვიან კარგს:)
კოკა
03 მაისი 2024 10:33
18
ბუდუ ჯიგარო მაგარ პატივს გცემ მეც და ძალიან ბევრი ქართველიც და გააკეთე შენი საქმე რაც გევალება და ზედმეტი განცხადებებისგან თავი შეიკავე მითუმეტეს იმისგან რაც არიცი და არ გესმის. წარმატებები
საქართველო
03 მაისი 2024 10:33
47
აი შენ ხომ გესმის რა
მართლაა???
03 მაისი 2024 11:06
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული